სიღნაღის ამბები

როგორ ზრუნავენ სიღნაღში ტურიზმის განვითარებისთვის

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ინიციატივით, ტურიზმის სეგმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
?შეხვედრის მთავარი მიზანი სიღნაღში ტურიზმის განვითარების გეგმის ირგვლივ არსებული საკითხების განხილვა და სფეროში ჩართული ადამიანებისგან მათი ხედვების, მოსაზრებების და საჭიროებების მოსმენა იყო.
?შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება სიღნაღის, როგორც ტურისტული ქალაქის მდგრად განვითარებას, სერვისების გაუმჯობესებას, ახალი ტურისტული მარშრუტების დაგეგმვას და სიღნაღის ცნობადობის გაზრდის საკითხებს დაეთმო.
?შეხვედრას სასტუმროების, კვების ობიექტების და ტურიზმის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
?აღსანიშნავია, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩაერთო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში. აქვე გადაწყდა, რომ შეიქმნას ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფი, სადაც სფეროს წარმომადგენლები ერთად დაგეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს და ერთად შეიმუშავებენ განვითარების გეგმებს და სტრატეგიებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close