საინტერესო

ჭინჭაოს ტბის მაგიური ძალა და ტბაში მცხოვრები „წყლის ხარი“- რა ყოფილა გურია…

ტბაში, გასაწმენდად, უშვილო აჭარელი ქალები ჩადიოდნენ

გურია.გომის მთა ჭინჭაოს ტბა .
ჭინჭაოს ტბის მაგიური ძალა და ტბაში მცხოვრები „წყლის ხარი“
საქართველოში არსებობდა ლეგენდები, რომელთა მიხედვით ტბებში ცხოვრობდნენ – წყლის ხარები, წყლის კამეჩები, წყლის ცხენები და ა.შ. ამის გამო მწყემსებს საზაფხულო საძვრებზე გარეკილი საქონელი ტბასთან მიყავდათ, რადგანაც თუ კი ტბაში პირუტყვს ჩაუშვებდნენ და მის წყალს დაალევინებდნენ ან დაბანდნენ, საქონლის ჯოგი კარგად განაყოფიერდებოდა (მ. მაკალათია 1972) და ნამატიც დიდი იქნებოდა.
ვ. შამილაძის (1964) ცნობით არსებობდა ლეგენდა იმის თაობაზე, რომ ჭინჭაოს ტბაში ცხოვრობდა წყლის ხარი, რის გამოც ხალხს სჯეროდა, რომ ტბას გააჩნდა განაყოფიერების მაგიური ძალა. ამის გამო უშვილო აჭარელი ქალები ჩადიოდნენ ტბაში განსაწმენდად. მოსახლეობა დარწმუნებული იყო, რომ ჭინჭაოს ტბის მაგიურ ძალას შეეძლო უშვილო ოჯახის დახმარებოდა.
ჭინჭაოს ტბა კრატერული წარმოშობის ტბაა, რომელიც მდებარეობს გურიაში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე.
ტბა სიდიდით არ გამოირჩევა, თუმცა ძალიან ლამაზია და ასეთ სიმაღლეზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ჭინჭაოს ტბასთან გადის გომისმთა – ბახმაროს დამაკავშირებელი გრუნტიანი სამანქანო გზა, რომლის სიგრძეც 40 კმ – ია. გომისმთიდან ბახმაროსკენ მიმავალმა შეგიძლიათ გზად იხილოთ ეს სილამაზე, დატკბეთ მშვენიერი ხედებით და გზა განაგრძოთ. მანძილი გომისმთიდან 11 კმ-ია. გომისმთიდან მიდის როგორც საფეხმავლო ბილიკი, ასევე გრუნტიანი გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით.
წყარო: ვიკიპედია; კახა ჩავლეშვილი.ტურები.გე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close