პოლიტიკა

“ხელისუფლება გვეთამაშება სრულიად გაუგებარ დამალობანას”

ხელისუფლება გვეთამაშება სრულიად გაუგებარ დამალობანას – ერთი მხრივ, ვენეციის კომისიას ეუბნებიან, რომ თურმე არის რაღაც ერთი საკითხი, რასაც დათმობენ, მაგრამ ამას არ ეუბნება არც ოპოზიციას და არც ქართულ საზოგადოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

“ეს ყველაფერი სინამდვილეში არის გამოსავლის მცდელობები იმ ჩიხიდან, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი თავი შეიყვანა. ოპოზიციის მოთხოვნა არის სრულიად გასაგები და მარტივი – სამართლიან, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შემდეგი არჩევნებიდან. არსებობს მარტივი ტესტი დიალოგის მზადყოფნის, თუ ხელისუფლება დააბრუნებს კონსტიტუციის პროექტს მეორე მოსმენამდე, ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია დავსხდეთ და შინაარსობრივად ვიმსჯელოთ. თუ ტოვებს კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენაზე, ეს არის მხოლოდ რედაქციული ცვლილებები და საუბარი იმაზე, მძიმე ჩავამატოთ, წერტილ-მძიმე თუ ძახილის ნიშანი, ეს პოლიტიკური კონსულტაციების და კონსენსუსის თემა ნამდვილად ვერ იქნება”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close