საზოგადოება

,,საქართველოში, კერძოდ თელავის ,,ლინდა” მოლში, ბატონ-ყმობა ჯერ კიდევ არსებობს…”

,,მესმის კონსულტანტი გოგოს ტირილი და მაღაზიის მეპატრონეების ყვირილი... ახლა მე დამიწყო ყვირილი"

ფეისბუქმომხმარებელი ნუცა აივაზაშვილი სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:
,,ახლა ძალიან ვარ ნერვებზე ათხრილი და იცოდეთ, რომ ეს პრობლემა მარტო ჩემი პრობლემა არაა.
ამ წამს გამოვედი თელავის მოლიდან, ე.წ “ლინდადან”, რომელსაც აზიელი წყვილი ამუშავებს, ქალი და კაცი. ვერ ვიჯერებ, ისეთ სცენას შევესწარი:
ჯერ რამდენიმე კვირის წინ მე და მეგობარს ეს კონსულტანტები რომ შეშინებულები დაგვდევდნენ უკან, “ემანდ” რამე არ მოგვეპარა, მანდ ვიეჭვე რაღაც; მოჭიმულები, დამონავებულები, თვალებში რომ შესციცინებდნენ მეპატრონეებს… დღესაც სული შემიხუთეს დევნით. მერე, ვარჩევ რაღაცას და მესმის კონსულტანტი გოგოს ტირილი და მაღაზიის მეპატრონეების ყვირილი. კუდში რომ კონსულტანტი დამდევს, იმას წყნარად ვეკითხები: “ის გოგო თქვენი თანამშრომელია?” უხერხულად შეიშმუშნა, სიტყვა ბანზე ამიგდო: რა ზომა გნებავთო, ჩუმად, ხმაჩავარდნილი ხელში აღებულ შარვალზე მეუბნება. მე ვაგრძელებ ვითომ თვალიერებას და ვაკვირდები აზიელებს და მტირალ გოგოს. კონსულტანტი ისევ კუდში დამდევს. მეპატრონეები აგრძელებენ ყვირილს. მერე ვიღაც ქართველი ქალი გამოესარჩლა და რომ წავიდა, ჩხუბი გააგრძელა, ხო ხედავ შენ გამო რა ხდებაო. მივედი სალაროსთან, ვაწვდი კაცს შარვალს და წყნარად ვეუბნები (ორივე აზიელი გადასარევად საუბრობს ქართულად): არ გაქვთ უფლება ადამიანს ასე ელაპარაკოთ. სიტყვა დამთავრებული არ მაქვს, ამ კაცმა ჩემი სალაროში გასატარებლად მიწოდებული შარვალი სადღაც მოისროლა. თავის ჭკუაში დამსაჯა. რა იცოდა, მასეთი მანიპულატორი ხეპრეები სულ მკლავზე რომ მყავს გადაკეცილი. მიბრძანდით, დატოვეთ ტერიტორია, თქვენი საქმე არააო, ახლა მე დამიწყო ყვირილი. აა, არაა ჩემი საქმე? რომ შემატყო არ შემეშინდა, ტონს კიდევ უფრო აუწია. მიყვირის. ტონს დაუწიე! – ვაფრთხილებ. განაგრძობს ყვირილს. ახლა პატრულს რომ გამოვუძახებ, ის გაარკვევს ჩემი საქმეა თუ არა, ნახევარი საათია გაკვირდები, ტონს ავუწიე მეც. მიდი, გამოუძახეო. ტელეფონს ვიღებ ჯიბიდან. უარესად აყვირდა, თითით მანიშნებს კარისკენ. თქვენ ქართველები მონები ხომ არ გგონივართ მეთქი. კიდევ ერთხელ ვნახავ მსგავსს და გაგაბრძანებთ საიდანაც მოთრეულხართ! რომ ვერ გამაგდეს, ერთ-ერთი კონსულტანტი და ის მტირალი გოგო მომეჭრნენ შეშინებულები, ჩვენც ქართველები ვართ, ჩვენ მივხედავთო. როგორც ჩანს ვერ მიხედეთ, თავზე გასხედან, ამ ამბავს ასე არ დავტოვებ მეთქი და სანამ მართლა წიხლით გამომაგდეს, წამოვედი.
ჰოდა, რომ იცოდეთ, საქართველოში, კერძოდ თელავის “ლინდა” მოლში ბატონ-ყმობა ჯერ კიდევ არსებობს კი არა, ფეხი კარგად აქვს გადგმული!
ვაი, ბეჩავო ქართველო! საკუთარ ქვეყანაში ყოველთვის მონა როგორ უნდა იყო!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close