საზოგადოება

,,საქართველო-სომხეთის საზღვრის დემარკაცია დაუშვებელია ექსპერტებისა და ისტორიკოსების გარეშე”

   საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით, უფლებადამცველი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი თევზაძე სპეციალური განცხადებას ავრცელებს:
   „საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მიმდინარეობს საქართველო- სომხეთის საზღვრის დემარკაციის რთული პროცესი. ერთ–ერთ მონაკვეთზე სახელმწიფოთა პოზიციები დღემდე შეჯერებული არ არის. სწორედ აქ, მდებარეობს მართლმადიდებლური ჰუჯაბის ტაძარი. ისტორიულად ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებების უსაფუძვლო და უსამართლო ლოიალობით, საქართველომ ისტორიული მიწები დაკარგა…  ამ უმსგავსო და უსაფუძვლო მოქმედების შედეგს წარმოადგენს ის სახელმწიფო საზღვრები, რომელიც ჰქონდა საბჭოთა საქართველოს მეზობელ, საბჭოთა ქვეყნებთან.
   დემარკაცია რომ ფორმალური პროცესი იყოს, არც ცალკეული მიწების ისტორიული კუთვნილების საკითხი იქნებოდა განსახილველი. სომხეთთან დასადგენი სახელმწიფო საზღრის დემარკაცია დაუშვებელია განხორციელდეს ამ დარგის ექსპერტების, ისტორიკოსებისა და საქართველოს საპატრიარქოს კომპეტენტური წარმომადგენლების ჩართულობის გარეშე. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებამ არ უნდა დატოვოს კითხვები არც ერთ მხარეს. ვიმედოვნებთ და დარწმუნებულნი ვართ, რომ დემარკაციის პროცესს ქართული მხარე მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება და გადაწყვეტილებების მიღებისას დაიკავებს სამართლიან და კანონიერ პოზიციას.
 ჩვენ განვახორციელებთ პროცესის საზოგადოებრივ მონიტორინგს, რომლის შედეგებიც გასაჯაროვდება მედია–საშუალებებით.“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close