საინტერესო

,,ყველა ჩემს ნახატში, ვიღაცა მზისკენ მიდის…” _ ნუცა დუჩიძე

19 ოქტომბერს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ნუცა დუჩიძის პერსონალური გამოფენის გახსნა „გზა მზისკენ“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 30-ზე მეტი ნამუშევარი, რომელთა დიდი ნაწილიც ბათუმზე და აჭარაზეა შექმნილი. გამოფენას აჭარის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, სულხან ოქროპირიძემ გახსნა.

„როგორც ბათუმი არის ფერადი, ასეთივე ლამაზი და ფერადი ნახატებია დღეს წარმოდგენილი ამ გამოფენაზე“,-განაცხადა მან. გამოფენას უცხოელ და თბილისელ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელოვნების მოღვაწეები დაესწრნენ.

„ისე მოხდა, რომ ჩემი ნახატების დიდი ნაწილის ინსპირაცია ბათუმი და აჭარის ხედებია. გამოფენის სახელწოდებით, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის თქმით, ყველა ჩემს ნახატში ვიღაცა მზისკენ მიდის, სწორედ ამის გამო დაერქვა გამოფენას „გზა მზისკენ“, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ყოველთვის უნდა ეძებდეს გზას მზისკენ, სითბოსკენ, სიკეთისკენ და თავისუფლებისკენ“,-ამბობს ნუცა დუჩიძე.

.

.

.

Related Articles

Back to top button
Close