საზოგადოება

მარტივი ჩელენჯი სასკოლო სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის ისტორიის შეტანის გამო

,,ჩელენჯში შეგიძლიათ ჩაერთოთ ყველა. გადაიღეთ ფოტო, დადეთ საკუთარ გვერდზე, თუ გინდათ მომთაგეთ მეც და გამოიწვიეთ კიდევ 3 სხვა ადამიანი"

გაიგებდით უკვე, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი შეიტანა მე-9 კლასის ისტორიის წიგნში ქველმოქმედად და მეცენატად. რატომ არის ეს ცუდი და რატომ ვაფასებ ამას ისტორიის გადაწერის მცდელობად ბევრს აღარ ვილაპარაკებ, უბრალოდ გთავაზობთ ერთ მარტივ ჩელენჯს:
ამობეჭდე (ან ხელით დაწერე) იგივე ან მსგავსი შინაარსის ფურცელი რასაც ხედავ ფოტოზე, მიდი შენს სკოლასთან რომელიც დაამთავრე, ან სადაც ახლა სწავლობ (თუ მოსწავლე ხარ), ან სადაც შენი შვილი დაგყავს (თუ მშობელი ხარ), ან უბრალოდ შენს სახლთან ახლოს მდებარე სკოლასთან და თვალსაჩინო ადგილას გააკარი! ნუ მისცემ ბიძინას იმის უფლებას ისტორიაც გაგიყალბოს (არჩევნებთან ერთად) და მომავალი თაობებიც სიცრუეში აცხოვროს.
ჩელენჯში შეგიძლიათ ჩაერთოთ ყველა. გადაიღეთ ფოტო, დადეთ საკუთარ გვერდზე, თუ გინდათ მომთაგეთ მეც და გამოიწვიეთ კიდევ 3 სხვა ადამიანი.
მე მოგცემთ მაგალითს და გამოვიწვევ ჩემს მეგობრებს
გთხოვთ 24 საათის განმავლობაში გააკეთოთ იგივე და გამოიწვიოთ სხვები
მიშკა ქუმსიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close