საზოგადოება

,,საბჭოთა კავშირი გვინდა, მაგრამ ჰიმნი არ ვარგოდაო…”

,,საბჭოთა კავშირი გვინდა, მაგრამ ჰიმნი არ ვარგოდაო.. მე ასე გავიგე და რა ვიცი…” _ აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ევროპული საქართველოს ოფისთან ჯერ ჟურნალისტ ეკა ხოფერიას გადადგომის მოთხონით გაიმართა ე.წ. თბილისელი ბიჭების აქცია, დღეს კი მათ აღნიშნული შეცდომა გამოაწორეს და აქციაზე განაცხადეს, რომ ელენე ხოშტარიას მიერ პარლამენტის მანდატის დატოვებას ითხოვნენ, რადგან პერფორმანსის დროს, პარლამენტში სსრ კავშირის ჰიმნი გააჟღერა. ე.წ. თბილისელმა ბიჭებმა ამით შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და ქუჩაში, გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.

საქმე იმაშია, რომ ბევრმა მათგანმა არ იცოდა სსრ კავშირის ჰიმნის გაჟღერებით რა გააპროტესტა ხოშტარიამ, არ იცოდნენ ვინ იყო საქართველოს გენერალური პროკურორი, თუმცა არც აინტერესებდათ და ერთმნიშვნელოვნად, მხოლოდ ხოშტარიას გადაყენებას ითხოვდნენ.  ოპოზიცია თვლის, რომ აქცია მართული იყო ქართული ოცნების მიერ.

 

Related Articles

Back to top button
Close