შეცდომა, რომელსაც ქალები ზღვაზე უშვებენ
„ამან შეიძლება იმოქმედოს შვილოსნობის ფუნქციაზე“ - რას ამბობს ექიმი ნინო მუსერიძე

საზღვაო სეზონზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ ვიდეო მიმართვაში „ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის“ კლინიკური დირექტორი, ემბრიოლოგი, ონკოფერტილობის ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო მუსერიძე საუბრობს.
.
მუსერიძე იმ შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებსაც ქალების ნაწილი ზღვის სეზონზე უშვებს და რომელიც მისი თქმით, ხშირად ხდება ინფექციების გამომწვევი მიზეზი.
_ზაფხულში ერთ შეცდომას ბევრი ქალი უშვებს, საათობით სველი საცურაო კოსტიუმით რჩებიან სანაპიროზე ან აუზზე. ასეთ დროს იზრდება ინფექციების განვითარების რისკი, რაც დისკომფორტს და ანთებით პროცესებს შეიძლება უკავშირდებოდეს.
მაგალითად, ხშირია ვაგინალური, სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ვაგიზოზი და ზოგჯერ საშარდე გზების ინფექციებიც. როგორ მივხვდეთ ამას? – ქავილი, წვა ან უჩვეულო გამონადენი, უსიამოვნო სუნი ან ხშირი შარდვის სურვილი – ეს ის ნიშნებია, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ასეთი ინფექციები ხშირად მეორდება ან არ ხდება მკურნალობა, დროთა განმავლობაში შეიძლება იმოქმედოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და შვილოსნობის ფუნქციაზე…, – ამბობს ექიმი.
პრაიმტაიმი




