მსოფლიო

ამერიკის დაზვერვას ეჭვი ეპარება, რომ ფხენიანის ბირთვული პოლიგონი დაიხურა

ჩრდილოეთ კორეაში პუნგერის პოლიგონი ცდების ჩატარებისთვის ჯერ კიდევ ვარგისია და ექსპლუატაციაში ნებისმიერ დროს შეიძლება შევიდეს. ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის სპეცსამსახურებში განუცხადეს.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები გუშინ ბირთვულ განიარაღებასა და პოლიგონის დახურვაზე შეთანხმდნენ. ხსენებულ პოლიგონზე 2006 წლის შემდეგ ბირთვული რაკეტა ექვსჯერ გამოსცადეს.

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორები ასკვნიან, რომ პუნგერის პოლიგონი წყობიდან გასულ წელს წყალბადის ბომბის გამოცდის დროს გამოვიდა. მაშინ გვირაბის ჩამონგრევის შედეგად 200 ადამიანი დაიღუპა.

„საფუძველი იმის სათქმელად, რომ პუნგერის პოლიგონი აღარ ფუნქციონირებს“, არ გვაქვს“, – აცხადებს აშშ-ის სპეცსამსახურის ანონიმური თანამშრომელი.

გუშინ, 65-წლიანი პაუზის შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი ერთმანეთს შეხვდნენ. აუდიენციისას მათ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ.

მანამდე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა მშვიდობის ნიშნად საზღვარზე ფიჭვის ხე დარგეს. გაიმართა ოფიციალური ვახშამი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში შეხვდებიან.

IMEDINEWS.GE

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close