სიღნაღის ამბები

ექიმების საქველმოქმედო აქცია ვაქირში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა

,,კუმ-დეოს" მედიკოსებმა 50-ზე მეტ მოქალაქეს უფასო კონსულტაცია გაუწიეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ვაქირის ადმინისტრაციულ ერთეულში არასამთავრობო ორგანიზაციამ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ საქველმოქმედო აქცია გამართა.
 პროფესორ სოლომონ ზეიკიძის ხელმძღვანელობით სხვადასხვა პროფილის ექიმებმა -კარდიოლოგმა, თერაპევტმა, ენდოკრინოლოგმა, ნევროლოგმა 50-ზე მეტ მოქალაქეს უფასო კონსულტაცია გაუწია. ამასთანავე, მათ ძვირადღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
აქციის მიმდინარეობას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო და ექიმებს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
.
.
.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close