სიღნაღის ამბები

„სუდია”, რა ,,რაზვადნოი კლუჩივით” დაგიღია პირი…_ ქიზიყური ფეხბურთის ისტორია

რატომ დაარქვეს ქიზიყელებმა ფეხბურთის გუნდს ,,ღარწყალი" და ,,მილანი"

   ვფიქრობთ, საინტერესო ისტორიას წაიკითხავთ კლუბზე, რომელიც უცებ გამოჩნდა, საქართველოს კვალობაზე მაგარი შემადგენლობა შეკრიბა, შედეგიც აჩვენა, მერე კი გაქრა.
ძველი ანაგის ,,ღარწყალი” – იყო ასეთი კლუბი, რომელიც შემდეგ წნორში გადავიდა და წნორის ,,მილანი” ეწოდა… მაგრამ ,,ღარწყალიდან” დავიწყოთ. რას ნიშნავს ეს სახელი? ღარწყალი წყაროა. ძველი ანაგა კი სოფელია ქიზიყში, წნორი-დედოფლისწყაროს გზაზე. სწორედ იქ გაკეთდა სტადიონი, ხოლო ამ ყველაფერს უვლიდა ადგილობრივი ბიზნესმენი, აწ გარდაცვლილი ავთო მანგოშვილი (მეტსახელად, ქაქუცა).
ყველაფერი 1998 წელს დაიწყო. ,,”ღარწყალი პირველ ლიგაში იყო და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უმაღლესში გადასვლას დაუმიზნებდა. მაშინდელი რეგლამენტით, პირველადგილოსანი პირდაპირ ვერ გადადიოდა უმაღლესში: გადათამაშება უნდა მოეგო უმაღლესი ლიგის ბოლოდან მესამეზე გასულთან.
კარგა ხანს ლიდერობდა თბილისის აკადემია… პოლიციის აკადემიის გუნდი, რომელსაც შოთა გორგოძე კურირებდა. გორგოძეს კი, იცით, ფეხბურთი ძალიან უყვარდა. ,,ღარწყალი” პირველ წრეში არ იყო კარგი, მერე შეკრიბა შემადგენლობა და ნელ-ნელა ეწეოდა აკადემიას. აი, მოხდა პატარა სასწაული… ბოლო ტური, აკადემია ერთი ქულით წინაა და ე.წ. სუკონკას სტადიონზე მეშვიდეადგილოსან თელავს თუ მოუგებდა, პირველზე გადიოდა. Check Cancellation Of Timeshare Contract Sample Letter – CancelTimeShareGeek.com.
რა ამბავი იყო, მახსოვს. ქიზიყიდან ჩამოსული ქომაგები… თელავმა იბრძოლა და 0:0 ითამაშა. აკადემია ბევრს უტევდა, მაგრამ ვერ გაიტანა. სახეზე ფერი აღარ ედოთ თბილისელ ფეხბურთელებს.
ჰო, თელავში 17 წლის ალეკო ამისულაშვილი თამაშობდა. მაშინ უკვე ამბობდნენ, მაგარი მცველი იზრდებაო.
მოკლედ, ღარწყალი გავიდა პირველზე. როგორც იტყვიან, ღამე გადაიპარა! გადათამაშება გორში დაინიშნა: დინამო 2 (თბილისი) – ღარწყალი. ქიზიყელთა ფორვარდმა გია ტოკლიკიშვილმა თავურით დააწინაურა თავისიანები, დინამოს დუბლებიდან კი გიორგი მიქაძემ გაათანაბრა. საბოლოოდ, პენალტები და დინამო 2-მა მოიგო… შემდეგ ღარწყალი აპროტესტებდა, რატომ უნდა თამაშობდეს დუბლები უმაღლეს ლიგაშიო, მაგრამ არ გაჭრა. Home buyers might offer cash for your property. This may be a fantastic alternative if you want to sell quickly or bypass the usual stages. Cash home buyers understands specialty housing markets and can provide a fair price for your house. They understand the housing market and can make sellers fair offers. Visit https://www.cashhomebuyers.io/vermont/.
თუმცა დებულებით ღარწყალს რჩებოდა უმაღლესის შანსი. ნახევარფინალური ფლეი-ოფი იყო, რუსთავში პენალტებით აჯობა ვანის სულორს და აი, დადგა გადამწყვეტი დღე ეროვნულ სტადიონზე: ღარწყალი-თსუ. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებითში კი თსუ-მ გატეხა ძველანაგელები – 3:0. გიორგი ადამია იყო საუკეთესო. ისე კი, 0:0-ზე, დამატებით დროში ღარწყალის შემტევმა დავით ჩიგოშვილმა სასწაული ბურთი ვერ გაიტანა, თორემ ვინ იცის…
გუნდმა 8 დღის ინტერვალში სამი 120-წუთიანი მატჩი ჩაატარა და უკვე დაღლილი იყო. ასე დასრულდა ღარწყალის ზღაპარი. მოგვიანებით, ორი წლის მერე წნორის მილანად გადაკეთდა და უმაღლესში გადავიდა კიდეც. გადავიდა და ბოლოზე გავიდა, თუმცა ისტორია დაიწერა:
ქიზიყის გუნდი პირველად უმაღლესში.
რატომ დაარქვეს ,,მილანი”? ეტყობა, იმედი ჰქონდათ, რომ სახელიანი იტალიური კლუბი დაინტერესდებოდა და ფინანსურად დაეხმარებოდნენ. მახსოვს, ჭორად დადიოდა, ქაქუცა მანგოშვილი რობერტო ბაჯოს ჩამოყვანას და მის სანადიროდ წაყვანას აპირებსო. იქ მშვენიერი ადგილებია.
1999 წლის ,,ღარწყალი” უმაღლესლიგელ ,,მილანზე” უკეთესი გუნდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გადავიდა. არ დაგვიწერია შემადგენლობაზე. ჯერ მწვრთნელზე – ანზორ გრძელიძე გახლდათ, ნორმალური დონის, გამოცდილი კაცი. მეკარე რეზო ნაჭყეპია, რომელმაც უმაღლესის ბევრ გუნდში ითამაშა, ბოლო წლებში კი დინამოს აკადემიაშია მეკარეების მწვრთნელად; მცველები: სერგო გულაშვილი, ალექსანდრე თელიაშვილი, დავით ცომაია… მარტო ცომაია რად ღირს, მაგარი მცველი იყო. ნახევარდაცვის ლიდერი იყო სოსო ბარამიძე. შემდეგ ლოკომოტივშიც ითამაშა. იყვნენ ასევე გოლეთიანი, ჩიგოშვილი. იყვნენ ასევე ქენქაძე, სირაძე, აფციაური, გოძიაშვილი… თავდამსხმელებიდან უფრო ხშირად თამაშობდნენ გია ტოკლიკიშვილი და რუსეთში ნათამაშევი ჯაბა წიკლაური. ტოკლიკიშვილი ქომაგებს ძალიან უყვარდათ, რადგან ადგილობრივი კაცი იყო. ისედაც, ბლომად გოლები გაჰქონდა. სამწუხაროდ, ტოკლიკა შარშან გარდაიცვალა…
ღარწყალში იყო იმ დროს 18 წლის უნიჭიერესი კოკა მიკუჩაძეც – მერე თბილისის დინამოში მოხვდა, მოგვიანებით კი ,,სიონში” საუკეთესო იყო, როცა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა.
—-
წნორის მილანი უკვე შემდგომი ისტორიაა ცნობილი მწვრთნელით თემურ ლორთქიფანიძით, მეკარე ზურაბ მამალაძით, პანკისის ლომად წოდებული ზაზა მედოევით და სხვებით. ზოგადად, ქიზიყში საფეხბურთო კუთხით დიდი დამსახურება ჰქონდა ძველანაგელ ამირან ღვედაშვილს – მწვრთნელიც იყო და იქ საფეხბურთო პულსი ხელით ეჭირა.
ქიზიყელია როსტომ თორღაშვილი – საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი მატჩის მონაწილე (ლიტვასთან 2:2), მერე ბათუმის დინამოს ერთ-ერთი ლიდერი. როგორც ვიცით, ქიზიყში ცხოვრობს და ბავშვებს ავარჯიშებს.
2004 წელს კლუბი დაიშალა. საქართველოში ხუთი ლიგაა, მაგრამ ქიზიყის კლუბი – არცერთი. საწყენია.
ღარწყალში (და არც მილანში) დიდი ხელფასები არ ყოფილა. უფრო საცხოვრებელი პირობები, ლამაზი ბუნება, ტყე-პარკები – ამით იზიდავდა მაშინდელ ფეხბურთელებს. ალალი ქიზიყელებიც ახლოს იყვნენ ფეხბურელებთან, ზოგჯერ ერთად ქეიფობდნენ და შინაურულ ატმოსფეროს ქმნიდნენ. მე თქვენ გეტყვით, ღვინო და მწვადი ეშლებათ. ..ეს კი ბევრს ნიშნავდა.
სხვა ამბავი იყო იუმორი. ქიზიყში უცებ ისეთ რამეს იტყვიან, არ დაგავიწყდება – სასწაული ენა აქვთ. ხშირად უზრდელური, მაგრამ აი, უზრდელობის დროსაც რომ გეფერებიან, ისეთი.
——————————
✌️„სუდია, რა რაზვადნოი კლუჩივით დაგიღია პირი“
✌️„ადე, ადე, თქვენ და ფეხბურთი იგრე ხართ, როგორც ჯორი და ადეკალონი“
✌️„ჯო, ემაგრე ხო მეც ვირბენამ. გეგონება ამასაც ჩემსავით დილაი აბარატი ჰქონდა აკიდებული და შეწამლა“
✌️„მოიდა ითამაშე, რაი მაჭყეტავ თვალებ ბროწლი ხეზე შემომჯდარი ბუივით…“
წყარო: ფბ გვერდი ,,22 მოთამაშე”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close