საზოგადოებასიღნაღის ამბები
როდის ჩატარდება სიღნაღობა ქიზიყში
მობრძანდით, ერთად აღვნიშნოთ დღე, რომელიც აერთიანებს ჩვენს ისტორიას, კულტურას და ტრადიციებს

31 ოქტომბერს, ქალაქ სიღნაღში ტრადიციული დღესასწაული „სიღნაღობა 2026“ გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულის ისტორია, თითოეული სოფლის ტრადიციები, ფოლკლორი, ადგილობრივი გასტრონომია და ხელსაქმე.
ქალაქის სხვადასხვა სივრცეში მოეწყობა თემატური დეკორაციები, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდება სპორტული და საბავშვო აქტივობები.
მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოეწყობა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი თემატური სივრცე.
ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება:
17:00 საათი – საპატიო სიღნაღელების დაჯილდოება;
18:00 საათი – გალა კონცერტი ანრი ჯოხაძის მონაწილეობით.
მობრძანდით, ერთად აღვნიშნოთ დღე, რომელიც აერთიანებს ჩვენს ისტორიას, მდიდარ კულტურასა და ტრადიციებს.



