საზოგადოება

აკა სინჯიკაშვილმა ბებო იპოვა _ გამივრცელეთ ეს ამბავი…

აკა სინჯიკაშვილი, ქველმოქმედი:

_ ეს ბებო წუხელ ვიპოვე ქუჩაში. ბორდიურზე იწვა პირდაპირ. ლაპარაკი ერევა, რაღაცეები არ ახსოვს, ამბობს, რომ ზესტაფონიდან არის. ქუჩაში დიდხანს ნამყოფს არ გავს. ასე, ერთი კვირა იქნება ალბათ. ისედაც ტირის სულ, გარეთ არასოდეს დამიძინიაო. მყავდა პატრულიც და სასწრაფოც გამოძახებული. სასწრაფომ თქვა, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადასაყვანი არ არისო, პატრულმაც თქვა, თავშესაფარში არ მიიღებენ ამასო და წავიდნენ, რაღას იზამდნენ. გამივრცელეთ ეს ამბავი, იქნებ ეძებენ ნათესავები ან თუ არ ეძებენ, იქნებ თავშესაფარმა მიიღოთ რომელიმემ. 

 მარტო დასაძინებელი ადგილი სჭირდება, თავის მოვლაც შეუძლია და დანარჩენ ამბებსაც ჩვენ მივხედავთ. მოკლედ, ჩემთან არის ეხლა სახლში. დაიბანა, ჭამა და სძინავს ახლა. თუ მოძებნის ვინმე, მისამართს გეტყვით და მობრძანდით. იქნებ რამე ვუშველოთ რა, ძალიან კარგი ქალია.
ბებო არის – ნინა ოყროშიძე, ზესტაფონიდან და არის 1951 წელს დაბადებული.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close