საინტერესო

ულამაზესი მოკრივე გოგონას კიდევ ერთი დიდი გამარჯვება!

ჩვენ უკვე ვწერდით 15  წლის ულამაზეს, სპორტსმენ  გოგონაზე, ლიკა კეჭაღმაძეზე, რომელმაც სპორტში უკვე მიაღწია დიდ წარმატებებს. ცოტა ხნის წინ, ლიკა მონაწილეობდა კიკ-ბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში და  პირველი საპრიზო ადგილიც დაიკავა (15 წლის, 51 კგ. წონითი კატეგორია).  მას საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორებმა ოქროს მედალი და ქამარი გადასცეს.

23 თებერვალს კი ის მონაწილეობდა ასპარეზობაში ჭაბუკ მოკრივეთა შორის. ამ შეჯიბრის დროს გოგონა 2020 წლის ჩემპიონი გახდა. ლიკას უკვე აქვს დიდი შანსი, იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს, საქართველოში, ივლისში გაიმართება. ლიკა სიღნაღის მუნიციპალიტეტის „კომპლექსური სასპორტო სკოლების გაერთიანების“ სპორტსმენია (მწრთვნელები -დავით და ლევან სარდალიშვილები).

ვულოცავთ ლიკა კეჭაღმაძეს, მის მწრთვნელებსა და გულშემატკივრებს ამ დიდ გამარჯვებას. როგორც ჩანს, გოგონა კიდევ ბევრჯერ ასახელებს  მშობლიურ კუთხეს.

.

.

 

 

Related Articles

Back to top button
Close