საზოგადოება

ბელა ალანია: ეს სახლი ჩვენი ყოფილა თურმე ბრუკლინში

,,როგორც ჩანს, მძიმე საარჩევნო კამპანია გველოდება.
რამდენი უაზრო, ბოროტი ჭორი უნდა მოვიგერიოთ, უკვე აღარ ვიცი.
არ დავწერ ამ ქალბატონის გვარ- სახელს, რომელიც სიცრუეს ემსახურება.
ეს სახლი ჩვენი ყოფილა თურმე ბრუკლინში.??
ბაზალეთის სახლს გადაგვაყოლეს მაშინ, როცა საქართველოს სოფლები დაცლილი და გავერანებულია, ჩვენ მამის ფუძეს ვეშურებით,
არც ამას გვპატიობენ.
რაღა დაგიმალოთ და მინდა ასეთი სახლი ბრუკლინში, ა ნეტუ” _ წერს შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და სახლის ფოტოსთან ერთად, სავარაუდოდ, ჭორის გამავრცელებელი ქალბატონის ფოტოს აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალური ქსელი მოიცვა ერთ-ერთი სახლის ფოტომ. გარკვეული პირები ავრცელებენ, რომ აღნიშნული სახლი არის ბრუკლინში და ის ეკუთვნის შალვა ნათელაშვილს. ლეიბორისტების თქმით, ბოლო დროს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის დისკრედიტაციის მიზნით, ქართულმა ოცნებამ ტყუილების კამპანია დაიწყო.

Related Articles

Back to top button
Close