პოლიტიკა

,,ივანიშვილმა ალიევს საბოლოოდ გადაუფორმა უდიდესი ქართული, ქრისტიანული სიწმინდე-დავით გარეჯი”

შალვა ნათელაშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველოში სახელმწიფოებრივი კრიზისია, ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს ჩუმად, დავით გარეჯი საარჩევნო ხმებში გაუცვალა.

შალვა ნათელაშვილი:

_ ოლიგარქმა საბოლაოდ გადაუფორმა უდიდესი ქართული, ქრისტიანული სიწმინდე _ დავით გარეჯი აზერბაიჯანს. იქ უკვე მთავრდება სრული ანექსია, გატარებულია ზოლი, ასუფთავებენ კელიებს რა თქმა უნდა, ორი მოძმე ხალხის ურთიერთობაში ეს ბზარს ვერ შეიტანს, მაგრამ წინასწარ გვინდა განვუცხადოთ ორივე რეჟიმს: ხელისუფლების შეცვლისთანავე, რაც რამდენიმე თვეში მოხდება, ყველა შეთანხმება რაც ამ საკითხზე შეიძლება ყოფილიყო მიღწეული, იქნება გაბათილებული და მომავალში, ვერასოდეს ვეღარავინ ეღირსება თუნდაც ერთი მილიმეტრი მიწის დათმობას, მათ შორის დავით გარეჯის მონაკვეთზე. სამწუხაროა, როცა მეზობელი ქვეყანა ასე გექცევა და საერთოდ კავკასიაში ორი სამარცხვინო რეჟიმია.

ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს ჰქონდა საერთო განვითარების გზები, ერთი მომავალი გვაქვს, მაგრამ, ჩვენთან ბობოქრობს ოლიგარქიული დიქტატურა-რეჟიმი, აზერბაიჯანში _ საოჯახო დინასტია – რეჟიმი, რომლებიც არც ქართველ და არც აზერბაიჯანელ ხალხს არაფერს ეკითხებიან, პირიქით, ითვისებენ მათ სიმდიდრეს, აყალბებენ არჩევნებს, ახდენენ ძალაუფლების უზურპაციას და ერთმანეთს უდასტურებენ რომ დემოკრატიული არჩევნები ჩაატარეს, როგორც ახლა მოხდა, ალიევის არჩევნები მთელმა პროგრესელმა მსოფლიომ დაგმო, ერთადერთი ვინც თქვა, რომ ეს გახლდათ დემოკრატიული და წარმატებული, იქ დამკვირვებლებად მყოფი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. როდესც მეზობელს, რომელიც ოკუპირებულია დიდ იმპერიის მიერ, რომლის მიწები ყოველ წუთიერად იღობება, კიდევ ამას გაუკეთებ, არც მეზობელი გიყვარს და არც შენი ხალხი და ამაზე ივანიშვილის რეჟიმთან ერთად, ალიევის რეჟიმიც აუცილებლად აგებს პასუხს, ამ პასუხს მას მოსთხოვს ჩვემნი მოძმე, თავისივე აზერბაიჯანელი ხალხი.

წარმოუდგენელი საერთაშორისო სამართლებრივი დარღვევა, გადაცდომა, დანაშაულია, როდესაც არადელიმიტირებულ ზოლზე, რის თაობაზეც მოლაპარაკება არ მიღწეულა, არ მომხდარა სადავო ტრიტორიის გამიჯვნა, შემოგყავს შეიარაღებული ძალები, აყენებ ავტომატიან სცერაზმს, აშენებ სამხედრო ბაზას. ის, რაც ვერ დაუბრუნეს აზერბაიჯანელ ხალხს, რასაც მამამისი და თვითონ პირდებოდნენ, ახლა ამ ვერდაბრუნების კომპენსირება უნდა, რომ დავით გარეჯის წართმევით მოახდინოს და ჩვენ მოგვადგა. წარმოუდგენელი უზნეობაა, ალბათ იმასაც ვერ გრძნობს რა საფრთხეს აყალიბებს მომავალი ურთიერთობისთვის, მაგრამ ვიმეორებ რეჟიმები იცვლებიან, ჩვენი ხალხები კი ძმები იყვნენ და დარჩებიან. ვერ დავხუჭავთ თვალებს ამ ქვეყნის სპეც.სამსახურთა მოქმედებებზე საქართველოს მიმართ, რაც იმ დონეზე მივიდა, რომ ალიევის და ივანიშვილის სპესამასახურებმა, ერთობლივი ოპერაციით, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს ბაქოდან დევნილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, გაასამართლეს და დღესაც უმძიმეს პირობებში იმყოფება, ალიევის ციხეში. მეტი შეურაცყოფა რა უნდა იყოს, შემოფარებული კაცი გაიტაცო და შეურაცყოფა მიაყენო მეზობლის სახელმწიფოებრიობას, მათ შორის გლობალურ, საერთაშორისო არენაზე .

ასევე, ვერ დავხუჭავთ თვალს იმაზეც, რომ ნავთობ-გაზის კომპანია ,,სოკარი“, რომელიც ალიევების საოჯახო კუთვნილებაა და ერთობლივ მფლობელობაშია ივანიშვილის ოლიგარქატთან და მილიონებს შოულობენ ქართველი და ზერბაიჯანელი ხალხის ფულით, გადაიქცა სპეცსამასახურად, რომელსაც ჰყავს სადაზვერვო სტრუქტურები და რომელიც ეწევა ჩვენი სახელმწიფო მოხელეების, არასამათავრობოების, გარკვეული მასმედიის, ვიღაც ანალიტიკოს-ექსპერტს-პოლიტოლოგების მოსყიდვას. რა მნიშვნელობა აქვს პუტინი ჩამყლაპავს თუ ალიევი? პუტინი შემიღობავს მიწას და სალოცავებს, თუ _ ალიევი? მნიშვნელობა აქვს რა ფერის მგელი შეგჭამს? გატეხილი გატეხულია, ანექსირებული _ ანექსირებული, ოკუპირებული _ ოკუპირებული. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხი, როგორც მათ ძმურ ტრადიების ჩვევიათ, ღირსეულ პასუხს გასცემენ ორივე დიქტატორს, რამდენიმე თვეში და ეს პასუხი იქნება ივანიშვილის რეჟიმის დამთავრება საქართველოში და საერთოდ, კავკასიის თავისუფლება ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე, მომავალი და ჩვენ ყველა აქ, ძმურად ვიცხოვრებთ ყოველგავრი დიქტატორების, უზურპატორების და საკუთარი მეუღლეების ვიცპრეზიდენტებად დამნიშნავების გარეშე.

Related Articles

Back to top button
Close