ჯანდაცვა

,,სამთვალა ველოს შეიძლება, მაგრამ პანდემიას აშკარად ვერ მართავთ”

,,რომელ პანდემიის მართვაზეა საუბარი? ელემენტარული ტესტი რომ გაიკეთო, სიცხიანებში, სიცივეში, ყინვაში კილომეტრიან რიგში უნდა იდგე და ან მოგიწევს, ან - არა"

#საქართველოსჯადაცვისამინისტრო ისეთი რიგებია ამ ე.წ. გატესტვაზე სულ რომ არაფერი გქონდეს იქ დაიმფიცირდები… განსაკუთრებით ხაშურშია კატასტროფა. ასეთი არაფერი მინახავს. მთელი კვირაა რიგში ვარ რასაც ჰქვია… რომელ პანდემიის მართვაზეა საუბარი? ელემენტარული ტესტი რომ გაიკეთო სიცხიანებში, სიცივეში, ყინვაში კილომეტრიან რიგში უნდა იდგე და ან მოგიწევს,ან არა, რადგან 2 საათამდეა პისიარი და 3 საათამდე სწრაფი ტესტიო. შაბათ-კვირას ალბათ კოვიდიც ისვენებს, ისე ისვენებენ ესენი… დაამატეთ კადრები და მაგ სფეროში მომუშავეებს მოუმატეთ ხელფასები, თუ არაა საკმარისი. ეს რა მარაზმია!
მე სულ არ მეშინია, მაგრამ ელემენტარული პასუხისმგებლობაა, ვინმეს რამე არ გადასდო. ხაშურში მთელი კვირა ვდიე და ბოლოს გასატესტად დუშეთში წამოვედი, აქ გვიანობამდე მუშაობენ, მადლობა აქაურ პერსონალს… გეკითხებით, რომ დამდასტურებოდა რამდენ ადამიანს შევუქმნიდი გზაში საფრთხეს? და ვისი ბრალი იქნებოდა? _რა თქმა უნდა, თქვენი!
სამთვალა ველოს შეიძლება, მაგრამ პანდემიას აშკარად ვერ მართავთ _ წერს ფბ მომხმარებელი ნინო ახალაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close