სამართალი და კრიმინალი

,,ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ მოერია მანქურთთა ჯგუფი”

ნიკა გვარამიას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

,,ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში, დიდი ომის მიუხედავად შეძლო და შეინარჩუნა ოთხი წელი რუსთავი 2, აქცია თავისუფლების ციხესიმაგრედ და შეკრა გუნდი, რომელსაც ამ დრომდე ვერ მოერია “მანქურთთან ჯგუფი”
ასამართლებენ იმის გამო, რომ უამრავი პრობლემის და უმძიმესი წლების მიუხედავად, მისი მმართველობის ბოლო დღემდე – რუსთავი 2 იყო ლიდერი და სხვა ვერავინ შეძლებდა ამას.
ზუსტად ვიცი, ახლა რასაც ფიქრობ, განაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე და ამიტომაც აუცილებლად მოიგებ ამ ომს!” _ წერს ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ფბ საკუთარ გვერდზე.
დღეს, სასამართლომ დამნაშავედ  სცნო ტელეკომპანია ,,მთავარი”-ს დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია. მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად, საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი კიდევ ორ პირს – რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას  და დაკავშირებული კომპანიის ინტერ მედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს. ზურაბ იაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კახა დამენიას კი მუხლი გადაუკვალიფიცირდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close