სამართალი და კრიმინალი

მამუკა ნოზაძე: სამარცხვინოა თეა წულუკიანის საქციელი…

,,სამარცხვინოა თეა წულუკიანის საქციელი და ნიანგის ცრემლებლების ღვრა გვანცა ყუფარაძის მიმართ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. უპირველესად, თუ თეა წულუკიანი გულწფელია, მას შეეძლო მეგობრული მორიგება შეეთავაზებინა ყუფარაძისთვის და ეღიარებინა საქართველოს მთავრობას, რომ გვანცა ყუფარიძის მიმართ დაირღვა ევროპული კონვეციის 6-ე მუხლი, ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რის შემდგომაც მოხდებოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

ასევე, სახელმწიფოს შეეძლო და ეხლაც შეუძლია, პროკურატურის მეშვეობით მიმართოს საქმის გადასინჯვის თაობაზე. რა საჭიროა წულუკიანის მხრიდან ასეთი ფარისევლობა, ვერ ვიგებ. ნინო წოწორია, რომ მატყუარა და ცუდ ქმედებებს ჩადის ევროპულ სასამართლოში და დროულად არის მოსაშორებელი, ეს სხვა საკითხია და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ” _ აცხადებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close