საზოგადოება

,,ტალახი იმან ესროლოს, ვის შვილსაც 17 წლის ასაკიდან ამდენი გაუკეთებია…”

,,მე ვიცი, ვის და რას ემსახურება ჩემი შვილი..."

,,დღეს ჩემი შვილი,სალომე ბარკერი იმყოფებოდა ყოვლად ტვინჩაკირულ, გონებადაბინდულ ფალავანდიშვილთა კლანის უხეში ზეწოლის ქვეშ, მხოლოდ იმის გამო, რომ 12 საათზე მივიდა ნამოხვანელების მხარდასაჭერად,და ეს სამკლაური,რომელიც სულ უკეთია,შეეჩხირათ ვაჟკაცებს და რაინდებს თვალში!!!
სალომე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იცავს ადამიანებს, ყველას ძალადობისაგან ნებისმიერი მისაღები ფორმით, ვისაც დასჭირვებია..
სალომე არის ნამდვილი, უანგარო მებრძოლი თავისი ქვეყნის და ვამაყობ ჩემი შვილით, ყოველთვის ვიამაყებ, რომ რაც მე ვერ გავაკეთე,ამ ცქნაფა გოგოს აღმოაჩნდა უზღვავი ენერგია,ნიჭი,პრინციპები ქვეყნის კეთილდღეობის,თანასწორობის,მშვიდობისა და ერთიანობისათვის იომოს მისაღები ფორმით!
ტალახი იმან ესროლოს, ვის შვილსაც 17 წლის ასაკიდან ამდენი გაუკეთებია…
ყოველთვის ვიდგები სალომეს გვერდით,იმიტომ,რომ მე ვიცი, ვის და რას ემსახურება ჩემი შვილი და არა ისე,როგორც ტელევიზიები იტყვიან ან ყურით მოთრეულს იჭორავებენ!!!
ტრ…ზე აკოცეთ სალომეს,ნებას თუ დაგრთავთ კი…ეჭვი მეპარება თქვენი ბილწი ტუჩები მიიკაროს!!!…” წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სალომეს დედა, ლანა ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციაზე მივიდა უფლებადამცველი  სალომე ბერკერი. აქციის მონაწილეებსა და ბერკერს შორის დაპირისპირება მოხდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close