საზოგადოება

სურბ-სარქისი შეყვარებულთა მფარველია

,,წმინდა სარქისს გოგონებისა და ყმაწვილებისთვის წინასწარმეტყველური სიზმრები მოჰქონდა, მათ მომავალ მეუღლეებს ანახვებდა ძილში"

წმინდა სარქისი.( ერთი ტრადიციის შესახებ), რომელიც ახლოვდება.
წმინდა სარქისი( სურბ სარქისი) ადრექრისტიანული მეომარ- წამებული სომხური სამოციქულო ეკლესიის წმინდანია, ითვლება შეყვარებულთა მფარველად. იყო რომის არმიის მხედართმთავარი , წმინდა სარქისის დღე სომხეთის ეროვნული დრესასწაულია. სომხური თქმულების თანახმად, წმინდა მარხვის ბოლო ღამეს ( თებერვალში) , წმინდა სარქისი თავის მიჯნურთან ერთად ყოველ სომეხ სახლს სტუმრობდა . მისთვის სახლის სახურავზე ან კართან ალაგებდნენ მოხალული ხორბლის ფქვილს (ფოხინდს), ან ხორბლის ფაფას, ფაფაში აღმოჩენილი წმინდა სარქისის ცხენის კვალი ბედნიერების ნიშნად ითვლებოდა. წმინდა სარქისს გოგონებისა და ყმაწვილებისთვის წინასწარმეტყველური სიზმრები მოჰქონდა, მათ მომავალ მეუღლეებს ანახვებდა ძილში.
 სუბსარქისობა ჯავახეთშიც ყოფილა, რომელსაც ეწოდა ხილირ–ელაზი.
ი. გრიშაშვილის ქალაქურ ლექსიკონში ვკითხულობთ: სუბსარქისი არის ეკლესიის დღეობა, მოდის თებერვალში ,გასათხოვარი ქალები ინახავენ წუმს, აცხობენ მარილ-კვერს და სჭამენ , რომ სიზმარში საბედო ნახონ.
სიღნაღშიც, აქ ჩამოსახლებულ სომხებს არ დაუკარგავთ ეს ტრადიცია და ასე გაჩენილა – ფაფობა. ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ ოჯახები, სომხურ ეკლესიაში კლავდნენ საკლავს, არა მარტო მამალს ,არამედ სხვა პირუტყვსაც , ვისაც როგორი შესაძლებლობა ჰქონდა. ხორბალს შუშავდნენ, ხელსაფქვავზე ჰფქვავდნენ, სცრიდნენ ,გაცრილი ფქვილით აკეთებდნენ ქუმელს (ფქვილი იზილებოდა წყალში და შაქარში), ხოლო ხორბლით აკეთებდნენ ფაფას, რომელსაც აუცილებლად ერბოს ამატებდნენ. ფაფობა , როგორც სიღნაღში უწოდებენ, დღესაც აღინიშნება.
წყარო: სიღნაღის ბიბლიოთეკა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close