საზოგადოება

რა გადახდა ირაკლი ჟვანიას, ქანდაკების ესკიზის ფბ-ზე გამოქვეყნების შემდეგ

,,სულ თავში უნდა ურტყა ეგ ქანდაკება თავისი ქოლგით, მაგის ავტორსო, - მოკლედ, სხვა საქმეს ვეძებ..."

  ცოტა ხნის წინ ქანდაკების დადგმა მომინდა, ესკიზი დავდე ფეისბუკზე და ვიკითხე ვის როგორ მოსწონდა…
   კაცის ფიგურა იყო, ქოლგით ხელში…
   ერთმა თქვა კაცებს ქოლგები ხელში არ უჭირავთო…მეორემ თქვა რა პონტია ეს გენდერული გაყოფა, ეჭიროს ზონტიკი თუ უნდა რა პრობლემააო…
მესამემ თქვა ზონტიკი არაა, ქართულად ქოლგა ქვია და შენნაირ რუსეთუმეებს უნდა უკან გაუკეთო ეგ ზონტიკიო…
მეოთხემ დაწერა საერთოდ რა არის ეს მარტო კაცი, ერთი ქალი ვერ იშოვა გვერდზე რომ ყავდეს, რა უბედურებაა ესო…სულ როგორ უნდა გვჩაგრავდნენ ქალებსო…
იქვე მიაწერა ვიღაცამ, მოიცა კაცს რო კაცი ედგეს გვერდით შენ რა პრობლემა გაქვს ძმაკაცი არ გყოლია ამხელა ვირი ხარ ვიღაცა ხარო…
მეხუთემ დაწერა საერთოდ რა დროს ქანდაკებაა, წადი ბიძია ვიღაცა ხარ ნიორი დათესე ხალხს მიეხმარეო…
საერთოდ ისიც გასარკვევია როგორ ჩააწყვე მაგ ქანდაკებაზე ფული რომ მოგცესო…
იქვე მიაწერა ვიღაცამ, აი, ეგრე ძარცვავენ ქვეყანას ეს მხატვრები, სულ თავში უნდა ურტყა ეგ ქანდაკება თავისი ქოლგით, მაგის ავტორსო…
მოკლედ წავშალე ის ესკიზი და სხვა საქმეს ვეძებ, უფრო საინტერესოს…
ირაკლი ჟვანია, მოქანდაკე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close