საზოგადოება

,,ქვეყნის უშიშროება რომ გოგაშვილისნაირ ტიპებს აბარიათ, ეგ ცალკე უბედურებაა!”

,,ინსტიტუციები არ არსებობს ქვეყანაში, მართლმსაჯულება არ გვაქვს, მტკიცებულება საჭირო არ არის ადამიანის დასაჭერად"

უშიშროების მაღალჩინოსანმა გუშინდელ ინტერვიუში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინსტიტუციები არ არსებობს ქვეყანაში, მართლმსაჯულება არ გვაქვს, მტკიცებულება საჭირო არ არის ადამიანის დასაჭერად. პრემიერი, სუსის უფროსობა, მთავარი პროკურორი იკრიბებიან და სცენარზე თანხმდებიან, მერე ამ სცენარს “ტენიან” საზოგადოებას.
ამასობაში, მტრული ქვეყნის აგენტები საერო და სასულიერო პირების, პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გვიზომავენ საკუთარი სცენარებისთვის.
ქვეყნის უშიშროება რომ გოგაშვილისნაირ ტიპებს აბარიათ, ეგ ცალკე უბედურებაა!
სამაგიეროდ, ეპიდემიას შევებრძოლეთ ეფექტურად ღვანკითის ჩაკეტვით, ქუჩების საპნით მორეცხვით და კოვიდმილიარდებით გამდიდრებული ჩინოვნიკებით.
სერგო ჩიხლაძე, სტრატეგია აღმაშენებელის ერთ-ერთი ლიდერი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close