საზოგადოება

საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა თბილისში ჩამოასვენეს

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა გვიან ღამით მოსკოვიდან თბილისში ჩამოასვენეს. სახელგათქმულ საოპერო მომღერალს აეროპორტში ოჯახის წევრები, საპატიო ყარაული და ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლი დახვდა, რის შემდეგაც ის საკუთარ სახლში გადაასვენეს.

 

ზურაბ სოტკილავა 1937 წელს სოხუმში დაიბადა. სპორტული კარიერის შემდეგ სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. 1965 წელს დაასრულა თბილისის კონსერვატორიის პროფესორ დავით ანდღულაძის კლასი. 19651974 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისსოლისტი. 19661968 წლებში მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ სტაჟიორად. 1974 წლიდანგარდაცვალებამდე იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი.

სოტკილავას შესრულება გამოირჩევა გამომსახველობით, გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოატატობით. პარტიები: აბესალომი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, არზაყანი ( ოთარ თაქთაქიშვილის„მთვარის მოტაცება“), ვოდემონი (პეტრე ჩაიკოვსკის „იოლანტა“), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ვერდის„ტრუბადური“„ოტელო“„ბალ-მასკარადი“„აიდა“„რიგოლეტო“), ხოზე (ბიზეს „კარმენი“), კავაროდოსი (პუჩინის „ტოსკა“), ედგარი (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის „სადკო“) და სხვა.

ზურაბ სოტკილავა არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი, მათ შორის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის – „ოქროს ორფევსი“ (სოფია1968), ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის მეორე პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1983) და სხვ.

1975 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი.

აფხაზეთის ომის შემდეგ გამოირჩეოდა მტკიცე სამოქალაქო პოზიციით – ინტერვიუებსა და საუბრებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჩავა სოხუმში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველას შეეძლება ჩასვლა.

გამორჩეულ არტისტს და ლირიულ დრამატულ ტენორს შაბათს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი ოპერის თეატრში 23 სექტემბერს დილიდან გაიმართება. ზურაბ სოტკილავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close