საზოგადოება

,,მეგონა ხუმრობდა… თქვენც არ მომიკვდეთ, 250 ლარიანი ჯარიმა მომართვა კვირაცხოვლობის წინ…”

,,შევარდნაძის დროს, მთელ ათწლეულების მანძილზე გამოწერილ ჯარიმებში, 100-200 ლარს ვერ ავცდი და რავი აბა, როდის უფრო გამოვდივარ დაყაჩაღებული!.."

აქა ამბავი 250 ლარისა და ალკოტესტის 3 გრამიანი ცელოფნისა!…
მოკლედ ეს ამბავი ასე დაიწყო…
ქალაქის გარეუბანში იუბილარ მძახალთან სტუმრად ვიყავი. საღამოს 11- ის ნახევარი იქნებოდა, რომ წამოვედით…
გზაში აღმოვაჩინეთ – ბავშვს ბაბუის ტელეფონი წამოჰყოლია და უკან მივბრუნდით…
5 წუთიც არ იყო გასული, მძახლები და მეზობლები, ვინც გამოგვაცილა, ისევ კორპუსის სადარბაზოსთან იდგნენ…
მანქანა გავაჩერე თუ არა, მკვეთრად სწრაფი მოძრაობით უკნიდან მანქანა მოგვადგა…
ერთი კი გავიფიქრე, ვიღაც დაგვესხა თავს თქო, მაგრამ პატრულის ციმციმამ ნათება რომ დაიწყო (მანამდე გამორთული ჰქონდათ), მივხვდი რაშიც იყო საქმე…
ჩემი საყვედური, – რა შემატყვეთ, არც გვიანია, არც მოძრაობის წესები დამირღვევია-თქო, არ მოეწონა პოლიციელს და ალკოტესტში ჩაბერეო ბრძანა…
არ მიყვარს ეს ოხერი, ცუდი ჩასაბერია, მაგრამ სხვა რა გზა იყო – ჩავბერე!..
გაუცრუვდა იმედი ბატონ “ინსპექტორს”, მაგრამ რისი “ინსპექტორია” გამოსავალი ვერ მოენახა…
საუბრისას ხელი, რომელშიც ალკოტესტის პლასტმასის ნაწილი და ცელოფანი მეკავა, ნახევრად მანქანიდან მქონდა გადაყოფილი…
უცბად ქარმა ეს ცელოფანი გაასრიალა და ძირს დააგდო…
ა, შენო, შესძახა პოლიციელმა, ახლა დანაგვიანებისთვის დაგიწერ ჯარიმასო და ეკიპაჟის მეორე წევრს წაუღო საბუთები…
მეგონა ხუმრობდა… თქვენც არ მომიკვდეთ, 250 ლარიანი ჯარიმა მომართვა კვირაცხოვლობის წინ…
მოვერიდე თავშეყრილ მეზობლებს, კამათი ჩხუბში არ გადაზრდილიყოს, დავამშვიდე ყველა და წამოვედი…
თუმცა მანამდე მაინც დავრეკე 112-ზე, გენერალური ინსპექციის საქმის კურსში ჩასაყენებლად… გადავცემთო- მითხრეს, მაგრამ კვირაცხოვლობა შემოდიოდა და ალბათ აქამდე ვერ მოიცალეს!..
ასე დამთავრდა იმ დღის ვოიაჟი!..
ჰო, კიდევ… საუბრისას პატრულ-ინსპექტორმა, ისიც კი თქვა- აბა რა გერჩიათ, შევარდნაძის დრო იყო კარგი, რო ყაჩაღობდნენოო…
ერთი კი ჩავფიქრდი, მარა, მაშინდელ მთელ ათწლეულების მანძილზე გამოწერილ ჯარიმებში 100-200 ლარს ვერ ავცდი და რავი აბა, როდის უფრო გამოვდივარ დაყაჩაღებული!..
P.S.
ჯარიმა ჯარიმად, მაგრამ აქვე მინდა კანონებზე მომუშავე კონსტიტუციონალებს, პარლამენტარებს მივმართო –
ბატონებო, როგორ მიგაჩნიათ, ალკოტესტის ცელოფნისა და შიგ მოთავსებული პლასტმასის მძღოლისთვის მიჩეჩება რა ეთიკურ კანონში ჯდება…
უპრიანი ხომ არ იქნებოდა, საპატრულო ეკიპაჟს თან ჰქონდეს სპეციალური კონტეინერი რომ ეს რაღაც ქიმიური შემადგენლობის ნარჩენები თავადვე მოეთავსებინათ და მიეჩინათ ადგილი?!.. ( რა ვიცი, საფიქრალის მეტი რა გაქვთ, მაგრამ გეფიქრათ მაინც…)
არა და ამ შემთხვევაში, თავად მას დაუვარდებოდა ეს 1 თუ 3 გრამიანი ცელოფნის ნაგლეჯი და აქეთ “გამოვუწერდი” ჯარიმას…
უცბად წარმოვიდგინე, რამდენი 250 ლარი შეგროვდებოდა თითოეულ გადაგდებულ პაპიროსის “ბიჩოკზე” ჯარიმა რომ იწერებოდეს, ნამდვილად ეშველებოდა ბიუჯეტს, მარტო მძღოლების ჯარიმების იმედზე როა, ცოტა წვლილს მწეველებიც შეიტანდნენ…
მე კი, როგორც არა მწეველი, აქ მაინც ვიქნებოდი დაზღვეული…
წერს ფბ საკუთარ გვერდზე პოეტი ჯუბა (ჯუბელი) გოგრიჭიანი და პოლიციელის მიერ გამოწერილი დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close