მსოფლიო

,,თითქმის ვერსად ახერხებენ წინსვლას და ადრე დაკავებულ პოზიციებსაც კარგავენ”

,,მესამე ეტაპიც ისევე დასრულდება, როგორც დასრულდა წინა ეტაპები - უკრაინა გაიმარჯვებს!"

ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია:
⚡️რუსების მიერ წამოწყებული ომის მეორე ეტაპი, რომელიც დონბასის ოკუპაციას ისახავდა მიზნად, გაიჭედა და უკვე შეილება ითქვას, რომ წარუმატებელია;
⚡️ისინი თითქმის ვერსად ახერხებენ წინსვლას (ბრძოლის ადგილები აღნიშნულია მწვანე რგოლებით). პირიქით, ზოგან (მაგალითად, ხარკოვთან) ადრე დაკავებულ პოზიციებსაც კარგავენ;
⚡️ამ მომენტისთვის ძირითადად პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს;
⚡️ომის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ დადგება მცირე პაუზა (ასეთივე პაუზა იყო პირველი ფაზის შემდეგ), როდესაც მხარეები შეეცდებიან ძალების მოკრებას და შემდეგ შეტევაზე გადასვლას;
⚡️ამ პერიოდში უკრაინა უკვე მიიღებს დასავლური სამხედრო დახმარების უდიდეს ნაწილს, რუსეთი კი დაკარგული ცოცხალი ძალის ჩანაცვლებას და ძველი საბჭოთა ტექნიკის მწყობრში ჩაყენებას შეეცდება;
⚡️XX საუკუნის საბჭოთა სამხედრო მანქანისა და XXI საუკუნის დასავლური მიღწევების დაპირისპირებას (აღარაფერს ვამბობ უკრაინელებისა და რუსების მოტივაციის შედარებაზე) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, სკოლის მოსწავლეც ძალიან ადვილად მიხვდება;
⚡️ამიტომ მესამე ეტაპიც ისევე დასრულდება, როგორც დასრულდა წინა ეტაპები – უკრაინა გაიმარჯვებს!
ზურა ბატიაშვილი,ექსპერტი, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close