საზოგადოება

,,რა არ მიწოდეს ამ სტატუსის გამო, მათ შორის სულელი… ეს ჩემთვის ცივი შხაპია”

,,რამდენიმე დღის წინ გეორგიევსკის ტრაქტატიდან ერეკლე მეფის ტიტულატურა ამოვიწერე და ჩემს გვერდზე სტატუსად დავდე, რასაც ჩემთვის მოულოდნელად, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უამრავმა სააგენტომ ეს ამბავი თავისთან გადაბეჭდა, ხოლო რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გაიზიარა კიდეც. ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ჩემმა პოსტმა თურმე ზოგ-ზოგიერთის გაღიზიანება გამოიწვია (როგორც ყოველთვის), რა არ მიწოდეს ამ სტატუსის გამო, მათ შორის სულელი.
 ერეკლე მეფეს რომ შთამბეჭდავი ტიტულატურა ჰქონდა, ამაზე ტრაქტატის რუსული ვარიანტიც მიუთითებს (მის ფაქსიმილეს ქართულთან ერთად აქ ვაქვეყნებ), სადაც ერეკლე იწოდება: „ხელმწიფე მფლობელი, კეთილნებობითა მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსა, მთავარი შამშადილისა, მთავარი კახისა, მთავარი შაქისა, მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა“ მეფე ერეკლეს ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებზეც რომ ქონდა ძალუფლება ამაზე 1770 წელს ქართლ კახეთის მოსახლეობის აღწერის დროს ბორჩალოსთან, ყაზახთან, შამშადილუსთან, ტაშირთან, სომხითთან ერთად დიდოეთის დასახელებაც ცხადყოფს (იხილეთ ისიდორე დოლიძე. ქართული სამართლის ძეგლები. ტომი 2).

 ჰო, ყველაფერი ასე ვრცლად რატომ მოვყევი, იმიტომ, რომ არანაირი შეურაცხყოფა, დაცინვა, პასკვილები ჩემი საქმისადმი სიყვარულს არ მინელებს, პირიქით, მოტივაციას მიმაღლებს, ამიტომ მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ყველა ჩემს სტატუსს ჩადარაჯებულია, ყველა ჩემს კომენტარს კითხულობს და აკრიტიკებს, ეს ჩემთვის ცივი შხაპია, რომელიც მუდმივად ფორმაში მამყოფებს… არასოდეს მიფიქრია, რომ შეცდომებს არ ვუშვებ, პირიქით.. თუმცა ისიც ნათქვამია, ვინც ბევრს შრომობს, ისიც შეცდომებს უშვებსო. ჰოდა, ამიტომ პროფესორ ვახტანგ ჯობაძისა არ იყოს, „ცუდად ჯდომას, ცუდად შრომა ვამჯობინე“, _ წერს ხელოვნების სასახლის  დირექტორი,  ისტორიკოსი და მკვლევარი გიორგი კალანდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

.

.

.

Related Articles

Back to top button
Close