საზოგადოება

,,სასწრაფოდააა ყველაზე დიდი ხმალი გამოსაჭედი შინაური თუ გარეული მტრების ამოსაჩეხად!”

ჩემი ხალხი ისევ შეცდომაშია შეყვანილი !
ისევ სპექტაკლი დადგა ქოც- ნაცებმა რადგან ხალხის დარდი არც ერთს ჰქონია არასოდეს. რომელი თანამდებობის ყოფილი თუ ეხლანდელი პირია დაშავებული? არცერთი ხომ?
დაშავებულია გულანთებული შვილები მხოლოდ,რომლის დარდი მთავრობას სულაც არ აქვს.
რას ერჩით საკუთარ ქვეყანას, ძალიან თბილა ხომ ეშელონებში? რომ გევარგათ და გესაუბრათ ხალხთან ან ერთად ქვეყნის გაძლიერებისთვის, დღეს ეს სურათი არ იარსებებდა.
მე არც ერთის აღარ მჯერა…იჯიჯგნება,იყიდება, იცვლება და ღატაკდება მოსახლეობა ხოლო თქვენი ბრტყელი სიტყვების დასასრულს საზღვარი არ აქვს.
რა ნამუსით აწიე ხელი შენს შვილზე და სისხლი ადინე? თუ სამართლიანი ხარ მტერს , შიგნით რომ გიზის თბილად იმათ მოხერხე კისერი. მაგრამ ვინ ვის უნდა მოახერხოს კისერი, როცა შეთანხმებულად მოქმედებთ?
მე ერთი ვიცი :
მოახლოვებულია თქვენი აღსასრული….რა რჩება დასაკარგი თუ სამშობლოს ღრღნის შინაური მტერი გარე კარნახით?
ან გადავარჩენთ ან ჩაგიყოლიებთ რომ ამოგძირკვოთ!

ლელა კუხიანიძე, შვედეთში სათვისტომოს ხელ-ლი ,მორალური გუნდის წევრი.პროგრამის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” სარედაქციო საბჭოს წევრი.

Related Articles

Back to top button
Close