პოლიტიკა

მომავალი მსახიობი, რომლის თვალიც წაართვეს ქართულ კინოს და თეატრს! -აქციის დაშლისას დაშავებულია ზუგდიდელი მსახიობი დიმიტრი ნაყოფია

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქის დასარბევად სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი დაუშინეს.

შეტაკების შედეგად დაშავებული დაახლოებით 70 ადამიანი, 39 პოლიციელი და 30 მოქალაქე გადაყვანილია საავადმყოფოში.

დაშავებულებს შორის არის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, გრიბოედოვის მსახიობი, აფხაზეთიდან დევნილი დიმიტრი ნაყოფია. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

მომხდარ ფაქტს ეხმიანება ჟურნალისტი და მსახიობი გიორგი გასვიანი. მე არ ვიცნობ დემეტრეს. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტიაო, გრიბოედოვის მსახიობი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც დღეს, აქციაზე დარბევისას თვალი დაკარგაო. იმედი მაქვს გადაურჩება.. ვუყურებ და ვფიქრობ: დემეტრეს თვალის ფასი, არ არის მთლიანად, არც ის შენობა და არც მთელი რუსეთის ფედერაცია ჩემთვის!!! მომავალი მსახიობი, რომლის თვალიც წაართვეს ქართულ კინოს და თეატრს! მეზიზღება საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცისგან მოქნეული და ნასროლი…!!! მამაჩემიც ამან იმსხვრეპლა სოხუმში.. აეროპირტში დაბომბვისას ჩვენი, ბავშვების ევაკუაციის დროს, მას ქართველმა ჯარისკაცმა თავში ჩაარტყა კონდახი, რაც საბედისწერო აღმოჩნდა… და ეს ყველაფერი არ მთავრდება ჩვენს ქუჩებში!!!

მიხეილ ძიძიგური

Related Articles

Back to top button
Close