საინტერესო

რას მოიტანს 10 ოქტომბრის ახალმთვარეობა

ახალი შესაძლებლობები, წინსვლა... - ნახეთ პროგნოზი ზოდიაქოების მიხედვით

10 ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის გან­სხვა­ვე­ბულ ენერ­გი­ას მო­ი­ტანს – ზო­გის­თვის ეს ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლის პე­რი­ო­დია, ზო­გის­თვის კი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ფი­ნან­სე­ბი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბის დრო. სას­წო­რის ნი­შან­ში მიმ­დი­ნა­რე ახალმთვა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აძ­ლი­ე­რებს პარტნი­ო­რო­ბის, შე­თან­ხმე­ბე­ბის, ბა­ლან­სი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის თე­მებს, თუმ­ცა ამა­ვე დროს გვა­ი­ძუ­ლებს დავ­ფიქ­რდეთ, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ყო­ველ­დღი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნი რე­ა­ლურ სურ­ვი­ლებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს.

.

ას­ტრო­ლო­გ ნინა ხო­მე­რი­კის შე­ფა­სე­ბით, ამ პე­რი­ო­დის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი არის ბა­ლან­სის პოვ­ნა – რა უნდა გაგ­რძელ­დეს ძვე­ლი ფორ­მით, რას სჭირ­დე­ბა ცვლი­ლე­ბა და სად არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ახა­ლი წე­სე­ბის შე­მო­ღე­ბა. ზო­გი­ერ­თი ნიშ­ნის­თვის შე­საძ­ლოა გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი, ახა­ლი საქ­მი­ა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა ან იდეა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დე­გამ­დე მი­იყ­ვანს, სხვე­ბის­თვის კი წარ­სუ­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სა­კი­თხებ­მა სა­ბო­ლოო პა­სუ­ხის გა­ცე­მა მო­ი­თხო­ვოს.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ 10 ოქ­ტომ­ბერს ყვე­ლა ნიშ­ნის­თვის ცვლი­ლე­ბა ერ­თნა­ი­რად არ იმუ­შა­ვებს – ზო­გის­თვის მთა­ვა­რი თემა სიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იქ­ნე­ბა, ზო­გის­თვის კა­რი­ე­რა და შე­მო­სა­ვა­ლი, ზო­გის­თვის კი სა­ერ­თო ფი­ნან­სე­ბი, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლა.

სას­წო­რე­ბის­თვის, ტყუ­პე­ბის­თვის, მერ­წყუ­ლე­ბის­თვის, ლო­მე­ბის­თვის და მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის , ეს ახალმთვა­რე­ო­ბა უფრო მე­ტად ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ადა­მი­ა­ნებ­თან კავ­ში­რებს, თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის თე­მებს ააქ­ტი­უ­რებს. შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, საქ­მი­ა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო იდეა ან შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დე­გამ­დე მი­იყ­ვანს მათ.

ვერ­ძე­ბის­თვის, კირჩხი­ბე­ბის­თვის და თხის რქე­ბის­თვის – მთა­ვა­რი სი­ტყვაა ბა­ლან­სის მო­ძი­ე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ოჯახ­ში, კა­რი­ე­რა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­ში, შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს, რომ ძვე­ლი ფორ­მით რა­ღა­ცე­ბი უკვე აღარ მუ­შა­ობს. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­შე – რა უნდა შე­იც­ვა­ლონ, რა უნდა დარ­ჩეს და სად არის სა­ჭი­რო ახა­ლი წე­სე­ბის შე­მო­ღე­ბა.

კურო, მო­რი­ე­ლი და თევ­ზე­ბი – ამ ნიშ­ნე­ბის­თვის უფრო ში­ნა­გა­ნი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დეს ნდო­ბის, სა­ერ­თო ფი­ნან­სე­ბის, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი. ეს არ არის აუ­ცი­ლებ­ლად და­ნა­კარ­გის პე­რი­ო­დი, ეს უფრო მე­ტად უკავ­შირ­დე­ბა ისეთ ეტაპს, რო­დე­საც უნდა და­ი­ნა­ხო, რა გაძ­ლევს სტა­ბი­ლუ­რო­ბას და რაში აღარ უნდა ხარ­ჯო შენი ენერ­გია.

ქალ­წუ­ლი – მის­თვის მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე, სა­მუ­შა­ო­ზე, ხარ­ჯებ­ზე, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და ცხოვ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს რე­ჟი­მის, სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის ან ფი­ნან­სუ­რი ჩვე­ვე­ბის შეც­ვლა. მცი­რე, მაგ­რამ სწო­რად გა­კე­თე­ბულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი მო­გი­ტა­ნოთ.

ვერ­ძი:

სიყ­ვა­რუ­ლი: ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა პარტნი­ო­რო­ბა და ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა. შე­იძ­ლე­ბა დად­გეს სა­უბ­რის, შე­თან­ხმე­ბის ან ურ­თი­ერ­თო­ბის სტა­ტუ­სის გარ­კვე­ვის დრო. თუ კავ­ში­რი მყა­რია, ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო სე­რი­ო­ზულ ეტაპ­ზე გა­და­ვა, ხოლო თუ პრობ­ლე­მე­ბი დაგ­როვ­და, მათი იგ­ნო­რი­რე­ბა უკვე რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

ფი­ნან­სე­ბი : ყუ­რა­დღე­ბა გა­და­დის სა­ერ­თო ფი­ნან­სებ­ზე, პარტნი­ო­რის ფულ­ზე, სეს­ხებ­ზე, ვა­ლებ­ზე, გა­და­სა­ხა­დებ­სა და ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე. კარ­გი დროა ფი­ნან­სუ­რი შე­თან­ხმე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვის­თვის და ხარ­ჯე­ბის უფრო მკა­ფი­ოდ და­გეგ­მვის­თვის. მო­ე­რი­დეთ სხვი­სი ფი­ნან­სუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბას.

საქ­მე: მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა პარტნი­ო­რო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. კარ­გი დროა შე­თან­ხმე­ბე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად, კლი­ენ­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სა­ლა­გებ­ლად, თუმ­ცა, პი­რო­ბე­ბი კარ­გად გა­და­ა­მოწ­მეთ და მხო­ლოდ და­პი­რე­ბებს ნუ და­ეყ­რდნო­ბით.

კურო:

სიყ­ვა­რუ­ლი: ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი თემა ნდო­ბა და ემო­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბაა, შე­იძ­ლე­ბა წა­მო­იჭ­რას სა­კი­თხე­ბი, რომ­ლებ­ზეც აქამ­დე სა­უ­ბარს თავს არი­დებ­დით, კარ­გი დროა გულ­წრფე­ლი სა­უბ­რის­თვის, მაგ­რამ არა ეჭ­ვი­ა­ნო­ბი­სა და კონ­ტრო­ლის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

ფი­ნან­სე­ბი: ფუ­ლის სა­კი­თხებ­ში მთა­ვა­რი ხდე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბა, შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეს ხარ­ჯე­ბის გა­და­ხედ­ვა ან შე­მო­სავ­ლის უფრო სა­ი­მე­დო წყა­როს მო­ძებ­ნა, კარ­გი პე­რი­ო­დია ბი­უ­ჯე­ტის და­სა­ლა­გებ­ლად და იმის გა­სარ­კვე­ვად, სად იხარ­ჯე­ბა ფული ზედ­მე­ტად.

საქ­მე: ყუ­რა­დღე­ბა გა­და­დის სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ზე, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ზე, შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს სა­მუ­შაო რე­ჟი­მი ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი, კარ­გი პე­რი­ო­დია ძვე­ლი სა­მუ­შაო სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბი­სა და ისე­თი პი­რო­ბე­ბის არ­ჩე­ვის­თვის, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად გა­წყობთ.

ტყუ­პე­ბი:

სიყ­ვა­რუ­ლი: სიყ­ვა­რულ­ში ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით მო­დის, შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რო­ბა რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს ან გა­იც­ნოთ ახა­ლი ადა­მი­ა­ნი მე­გობ­რე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი წრის, ინ­ტერ­ნე­ტის ან სა­ერ­თო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, აქ­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფი ტყუ­პე­ბის­თვის, კარ­გი პე­რი­ო­დია ერ­თობ­ლი­ვი ახა­ლი გეგ­მე­ბის და­სა­წყე­ბად.

ფი­ნან­სე­ბი: ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ან და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მოჩ­ნდეს. კარ­გი დროა ახა­ლი შე­მო­სავ­ლის წყა­როს მო­სა­ძებ­ნად, სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის მო­ნე­ტი­ზა­ცი­ის­თვის ან საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

საქ­მე: კარ­გი პე­რი­ო­დია ახა­ლი საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის და­სა­წყე­ბად, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და შეხ­ვედ­რე­ბის­თვის, შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ახა­ლი პარტნი­ო­რი, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ან პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში შე­მო­სა­ვალ­სა და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას მო­გი­ტანთ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის წარ­დგე­ნა, კონ­ტაქ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა.

კირჩხი­ბი:

სიყ­ვა­რუ­ლი : კა­რი­ე­რა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა ბა­ლან­სი, შე­იძ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გაჩ­ნდეს კი­თხვა: რამ­დენ დროს უთ­მობთ ერ­თმა­ნეთს და რამ­დე­ნად უჭერს პარტნი­ო­რი მხარს თქვენს პრო­ფე­სი­ულ მიზ­ნებს, თა­ვი­სუ­ფა­ლი კირჩხი­ბე­ბის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია შედ­გეს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა სა­მუ­შა­ოს ან პრო­ფე­სი­უ­ლი გა­რე­მოს სა­შუ­ა­ლე­ბით.

ფი­ნან­სე­ბი: შე­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პირ იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­რი­ე­რულ ცვლი­ლე­ბებ­თან, ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა, პრო­ექ­ტი ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა, კარ­გი პე­რი­ო­დია სა­კუ­თა­რი შრო­მის რე­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის და­სა­ფა­სებ­ლად და ანა­ზღა­უ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­და­სა­ხე­დად.

საქ­მე: კა­რი­ე­რულ სა­კი­თხებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დი დგე­ბა, შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს სა­მუ­შა­ოს მი­მარ­თუ­ლე­ბა, თა­ნამ­დე­ბო­ბა ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი, კარ­გი დროა პრო­ფე­სი­უ­ლი მიზ­ნე­ბის გა­და­ხედ­ვის­თვის და იმის გა­სარ­კვე­ვად, ნამ­დვი­ლად გინ­დათ თუ არა იმ გზა­ზე დარ­ჩე­ნა, რო­მელ­საც ახლა მიჰ­ყვე­ბით.

ლომი :

სიყ­ვა­რუ­ლი: ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­მო­დის მეტი გულ­წრფე­ლო­ბა და პირ­და­პი­რი სა­უ­ბა­რი, შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს სურ­ვი­ლი, რომ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და ცო­ცხა­ლი გა­ხა­დოთ თქვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა. თა­ვი­სუ­ფა­ლი ლო­მე­ბის­თვის ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბას, სწავ­ლას, ინ­ტერ­ნეტს ან ახალ სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მოს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

ფი­ნან­სე­ბი: შე­მო­სავ­ლის ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­კუ­თარ იდე­ას ან ახალ პრო­ექტს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, კარ­გი დროა ისე­თი საქ­მის და­წყე­ბის­თვის, რო­მელ­საც მო­მა­ვალ­ში და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი შე­უძ­ლია მო­ი­ტა­ნოს, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზედ­მე­ტი ხარ­ჯვის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა.

საქ­მე: ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის, ნაც­ნო­ბე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი წრი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. კარ­გი პე­რი­ო­დია სა­კუ­თა­რი იდე­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად, ახა­ლი პრო­ექ­ტის და­სა­წყე­ბად ან ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად საქ­მის კე­თე­ბის­თვის, ერთი სწო­რი კონ­ტაქ­ტი, შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თვის მო­მა­ვალ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდეს.

ქალ­წუ­ლი:

სიყ­ვა­რუ­ლი: ზე­და­პი­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად და­გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა ნდო­ბა, სი­ახ­ლო­ვე და ემო­ცი­უ­რი გულ­წრფე­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­იღ­ვი­ძოს ძველ­მა წყე­ნებ­მა ან და­უბ­რუნ­დეთ და­უმ­თავ­რე­ბელ სა­კი­თხებს. კარ­გი დროა ურ­თი­ერ­თო­ბის რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის და­სა­ნა­ხად.

ფი­ნან­სე­ბი: მთა­ვა­რი თემა სა­ერ­თო ფული და ფი­ნან­სუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბია. შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს სეს­ხის, ვა­ლის, პარტნი­ორ­თან სა­ერ­თო ხარ­ჯე­ბის ან სხვა ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა. ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ში ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ და მკა­ფი­ოდ შე­ა­თან­ხმეთ.

საქ­მე: ყუ­რა­დღე­ბა გა­და­დის ფი­ნან­სურ და სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის, ანა­ზღა­უ­რე­ბის, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პი­რო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა. კარ­გი დროა იმის­თვის, რომ შრო­მა­სა და ანა­ზღა­უ­რე­ბას შო­რის უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი ბა­ლან­სი შექ­მნათ.

სას­წო­რი:

სიყ­ვა­რუ­ლი: ეს ახალმთვა­რე­ო­ბა თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს სურ­ვი­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და­ი­წყოთ ახა­ლი ეტა­პი, გა­ამ­ყა­როთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი, შეც­ვა­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა ან სა­ბო­ლო­ოდ გა­არ­კვი­ოთ, რას ელო­დე­ბით პარტნი­ო­რო­ბის­გან. თა­ვი­სუ­ფა­ლი სას­წო­რე­ბის­თვის ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს.

ფი­ნან­სე­ბი: შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს ახა­ლი შე­მო­სავ­ლის წყა­როს შექ­მნის სურ­ვი­ლი ან შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კარ­გი პე­რი­ო­დია სა­კუ­თა­რი შრო­მის, ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის უფრო სწო­რად და­ფა­სე­ბის­თვის, თუ ფიქ­რობ სამ­სა­ხუ­რის ან საქ­მი­ა­ნო­ბის შეც­ვლა­ზე, ჯერ შე­ა­ფა­სეთ, რამ­დე­ნად მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა ეს ცვლი­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად.

საქ­მე: ეს ახალმთვა­რე­ო­ბა თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ძლი­ერ­დე­ბა ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ეტა­პის და­წყე­ბის სურ­ვი­ლი, შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლა, სა­კუ­თა­რი საქ­მის და­წყე­ბა ან არ­სე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ახა­ლი ფორ­მით გაგ­რძე­ლე­ბა, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ი­ღო მხო­ლოდ ემო­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კარ­გად გა­და­ა­მოწ­მოთ პი­რო­ბე­ბი.

მო­რი­ე­ლი:

სიყ­ვა­რუ­ლი: შე­საძ­ლე­ბე­ლია წარ­სუ­ლი კვლავ გა­აქ­ტი­ურ­დეს და შე­გახ­სე­ნოთ თავი ძველ­მა ადა­მი­ან­მა, მო­გო­ნე­ბამ ან და­უმ­თავ­რე­ბელ­მა ემო­ცი­ურ­მა ის­ტო­რი­ამ, თუმ­ცა ეს ყო­ველ­თვის უკან დაბ­რუ­ნე­ბას არ ნიშ­ნავს, ზოგ­ჯერ სა­ჭი­როა წარ­სუ­ლის სა­ბო­ლო­ოდ გა­აზ­რე­ბა და დას­რუ­ლე­ბა. ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ძვე­ლი ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რე­ბი ნამ­დვი­ლად იყოს დას­რუ­ლე­ბუ­ლი.

ფი­ნან­სე­ბი: წარ­სულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი შე­იძ­ლე­ბა კვლავ გა­აქ­ტი­ურ­დეს. შე­საძ­ლოა დაბ­რუნ­დეს ძვე­ლი ვალი, გა­და­უ­წყვე­ტე­ლი ფი­ნან­სუ­რი შე­თან­ხმე­ბა ან წარ­სუ­ლი პრო­ექ­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ახა­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბამ­დე მო­ა­წეს­რი­გეთ ძვე­ლი სა­კი­თხე­ბი.

საქ­მე: შე­იძ­ლე­ბა კვლავ გა­აქ­ტი­ურ­დეს ძვე­ლი სა­მუ­შაო სა­კი­თხე­ბი და და­უმ­თავ­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბი, შე­საძ­ლოა დაბ­რუნ­დეს ძვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა, კლი­ენ­ტი ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის იდეა, კარ­გი პე­რი­ო­დია ძვე­ლის გა­და­ხედ­ვი­სა და დას­რუ­ლე­ბის­თვის, ვიდ­რე სრუ­ლი­ად ახალ საქ­მე­ში სწრა­ფად გა­დახ­ტო­მის­თვის.

მშვილ­დო­სა­ნი:

სიყ­ვა­რუ­ლი: თა­ვი­სუ­ფალ მშვილ­დოს­ნებს სიყ­ვა­რუ­ლის პოვ­ნის შან­სი აქვთ მე­გობ­რე­ბის, სა­ერ­თო წრის, ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, ჯგუ­ფუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ან ონ­ლა­ინ სივ­რცის სა­შუ­ა­ლე­ბით, წყვი­ლე­ბის­თვის კი კარ­გი პე­რი­ო­დია სა­ერ­თო მიზ­ნე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მის შე­საქ­მნე­ლად,

ფი­ნან­სე­ბი: შე­მო­სავ­ლის ზრდა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ, ახალ­მა კონ­ტაქ­ტებ­მა ან გუნ­დურ­მა პრო­ექ­ტმა მო­ი­ტა­ნოს, კარ­გი პე­რი­ო­დია სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ქსე­ლის გა­სა­ფარ­თო­ვებ­ლად, ასე­ვე მე­გობ­რის­გან ან ნაც­ნო­ბის­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ი­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბაც.

საქ­მე: პრო­ფე­სი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­დის: მე­გობ­რე­ბის­გან, ნაც­ნო­ბე­ბის­გან, ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბის­გან ან შე­საძ­ლე­ბე­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი წრე ახა­ლი პრო­ექ­ტის ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წყა­რო გახ­დეს, კარ­გი დროა სა­კუ­თა­რი კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ახა­ლი საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის შე­საქ­მნე­ლად.

თხის რქა:

სიყ­ვა­რუ­ლი: ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­შე დად­გეთ. კა­რი­ე­რა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან და­სა­ბა­ლან­სე­ბე­ლი ხდე­ბა, შე­საძ­ლოა გაჩ­ნდეს სურ­ვი­ლი, რომ მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვროთ თქვე­ნი პი­რა­დი, თუმ­ცა არ ღირს მხო­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბის გამო იქ დარ­ჩე­ნა, სა­დაც ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი აღარ არ­სე­ბობს.

ფი­ნან­სე­ბი: ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მჭიდ­როდ უკავ­შირ­დე­ბა კა­რი­ე­რას, ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ან პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბად იქ­ცეს, ამავდრო­უ­ლად, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ იმას, რომ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­სა­ბა­მის ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელ­საც გუ­ლის­ხმობ­დეს.

საქ­მე: ამ პე­რი­ო­დის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თე­მაა კა­რი­ე­რა, შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს ახა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, თა­ნამ­დე­ბო­ბა, პრო­ექ­ტი ან მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლად წინ წაგ­წევთ, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მუ­შა­ო­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას შო­რის და­იც­ვათ ბა­ლან­სი, რომ კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა არ მოხ­დეს პი­რა­დის ხარ­ჯზე.

მერ­წყუ­ლი:

სიყ­ვა­რუ­ლი: ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დია, გაც­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა უცხო­ეთ­თან, მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან, სწავ­ლას­თან, ონ­ლა­ინ სივ­რცეს­თან ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის ადა­მი­ან­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ხოლო იმ მერ­წყუ­ლე­ბის­თვის, ვინც უკვე არი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა ერ­თად ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბის ჩარ­ჩო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა.

ფი­ნან­სე­ბი: ახა­ლი შე­მო­სავ­ლის წყა­რო შე­იძ­ლე­ბა უცხო­ეთ­თან, ონ­ლა­ინ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, გა­ნათ­ლე­ბას­თან, კონ­სულ­ტა­ცი­ას­თან ან ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კარ­გი დროა ისე­თი უნა­რე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად, რო­მე­ლიც აქამ­დე თქვე­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­რო არ ყო­ფი­ლა.

საქ­მე: ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს უცხო­ეთ­თან, გა­ნათ­ლე­ბას­თან, ონ­ლა­ინ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, მე­დი­ას­თან ან ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან, კარ­გი დროა ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­სას­წავ­ლად და ისე­თი საქ­მის და­სა­წყე­ბად, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში უფრო ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­გიხ­სნით.

თევ­ზე­ბი:

სიყ­ვა­რუ­ლი: ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი ხდე­ბა ნდო­ბა, ინ­ტი­მუ­რი სი­ახ­ლო­ვე და სა­ერ­თო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა წა­მო­იჭ­რას ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხიც, კარ­გი დროა გულ­წრფე­ლი სა­უბ­რის­თვის იმა­ზე, რას ელით ერ­თმა­ნე­თის­გან და რამ­დე­ნად თა­ნაბ­რად არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თქვენს შო­რის.

ფი­ნან­სე­ბი: მთა­ვა­რი სა­კი­თხია სა­ერ­თო ფი­ნან­სე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციე ვა­ლებს, კრე­დი­ტებს, გა­და­სა­ხა­დებს, პარტნი­ო­რულ ფულ­სა და ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, კარ­გი პე­რი­ო­დია ფი­ნან­სუ­რი სტრა­ტე­გი­ის შე­საც­ვლე­ლად და ისე­თი ხარ­ჯე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, რო­მე­ლიც არ გაძ­ლევთ რე­ა­ლურ სარ­გე­ბელს.

საქ­მე: ყუ­რა­დღე­ბა გა­და­დის სა­ერ­თო ფი­ნან­სებ­ზე, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და ფი­ნან­სურ პარტნი­ო­რო­ბა­ზე, შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ სეს­ხის, ვა­ლის, ინ­ვეს­ტი­ცი­ის ან პარტნი­ო­რუ­ლი ფი­ნან­სე­ბის გა­და­ხედ­ვა. საქ­მე­ში მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მკა­ფიო პი­რო­ბე­ბი და ფი­ნან­სუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სწო­რად გა­ნა­წი­ლე­ბა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close