საზოგადოება

,,მელია იმ დუჟმორეულმა გიჟმა გადარია, თვითონ რომ ზის კიევის ფეშენებელურ რესტორანში…”

სანდრო ბრეგაძე, ქართული მარშის ლიდერი:

_ მელიასთვის იმუნიტეტის გაუქმებით აღშფოთებულ ნაცებს ვეკითხები-მიშას პარლამენტში რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დაპატიმრების საკითხი რომ შემოსულიყო-რას იზამდით ??? ახლა ზღაპრები არ დაიწყოთ,თავადაც კარგად იცით,რომ იმუნიტეტს შეუწყვეტდით კი არა,ნიღბიან სპეცრაზმელებს დააპატიმრებინებდით პირდაპირ სხდომათა დარბაზში.თან ერთ-ორ პანღურსაც მიაყოლებდით,სახალხოდ შეარცხვენდით,მოღალატედ შერაცხავდით და კასტილიანი მანიაკის საჯიჯგნად შეაგდებდით გლდანის ციხეში !!! თქვენ ის ხალხი არ ხართ,თქვენივე მთავრობის თავდაცვის მინისტრი,თქვენი ძმაკაცი და მეგობარი ოქრუაშვილი დილეგში რომ ჩააგდეთ ??? კაცს ისეთი რამ დამართეთ,რომ 1 დღეში მთელი მსოფლიოს ცოდვები რომ დაიბრალა ??? ვინ ლაპარაკობთ კაცობაზე- თქვეეენ ??? ვინ ლაპარაკობს ჰუმანიზმზე – თქვეენ ??? სიმართლე გითხრათ მელია მართლა მეცოდება,მეცოდება იმიტომ რომ იმ დუჟმორეულმა გიჟმა გადარია,თვითონ რომ ზის კიევის ფეშენებლურ რესტორანში და იქიდან ძალაუფლების დაბრუნების ცხოველური სურვილით შეპყრობილი გიყვირით —- მიდიით,მიდიიით,ბოლომდე მიაწექითო !!! მე მელია მეცოდება,რადგან მისი ოჯახი მეცოდება,არ მემეტება ახალგაზრდა კაცი ციხისთვის,მაგრამ თქვეენ ??? თქვენ რისი ღირსიც ხართ კი ვიცი !!! —— P.S.სხვათაშორის, ჩემი პარლამენტარობის დროს 3-ჯერ შემოიტანეს ჩემი კოლეგებისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი.სამივეჯერ უარყოფითი ხმა მივეცი,სამივეჯერ გადავარჩინე კოლეგა ციხეს.ამათგან ერთი ნაცმოძრაობის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა,როდესაც 2011 წელს ნაცებმა უსამართლოდ დამიჭირეს ,დედაჩემმა დაურეკა და არ დაელაპარაკა,ტელეფონი გაუთიშა !!! აი, ეს ხალხი ხართ თქვენ, ნაცებო და კაცობაზე ნურავის დაელაპარაკებით, არ გაქვთ ამისი უფლება !!!

Related Articles

Back to top button
Close