საზოგადოება

“სააკაშვილმა ნიდერლანდებში გასამგზავრებელი საბუთები მიიღო “

პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს გასულ კვირას ჰოლანდიიდან დოკუმენტები გამოუგზავნეს, რომლითაც ის უკრაინას დატოვებდა.

როგორც ცნობილია ის ციხის დატოვების შემდეგ ჰოლანდიის საელჩოშიც იმყოფებოდა.

“მან მიიღო დოკუმენტები, რომლითაც შეძლებდა უკრაინის დატოვებას და ჰოლანდიაში გამგზავრებას, თუმცა როგორც აღმოჩნდა მან ეს არ გააკეთა. იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ის უკრაინაში კანონიერად დარჩენას, მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები, რომელიც იანვრის შუა რიცხვებამდე ვერ დასრულდება”, – აცხადებს წყარო მმართველი კოალიციიდან.

ცნობისთვის, პიჩორის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა და “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close