საზოგადოება

გიორგი თევზაძე: რატომ სურს ხელისუფლებას, ჰესების მშენებლობას შეწიროს რეგიონები და სოფლები?

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა ლეჩხუმში ჰესის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას, რასაც ადგილობრივი მაცხოვრებლები სრულიად სამართლიანად აპროტესტებენ.

გიორგი თევზაძე:

_ ამჯერად, ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, ინვესტორის ხელშეწყობით, ლეჩხუმში ააშენოს ჰესი, რომლის შედეგადაც, არსებობს საშიშროება, ლეჩუმის სოფლები დაიტბოროს, შეიცვალოს ჰავა და ქართული, ძველი ჯიშის ვაზი განადგურდეს. ასევე, იმ სოფლებში, სადაც ჰესის მშენებლობა არის დაგეგმილი, მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილა წმინდა გიორგის ეკლესია, რომელსაც ემუქრება საფრთხე.

საინტერესოა, რატომ სურს ხელისუფლებას, ჰესების მშენებლობას შეწიროს რეგიონები და სოფლები?

ადგილზე ჩასული ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებამ მოსახლეობაში სამართლიანი გაოცება გამოიწვია. თურმე ნუ იტყვით და ჰესის აშენების შემდეგ, თუ იქ დადგება სავალალო შედეგები, მოსახლეობას გადაუხდიან კომპესაციას. ასეთ ვითარებაზე იტყვიან, ,,სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს”.

ვაი, რომ სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს მოსახლეობას საქმე. მივმართავ შესაბამის უწყებას, უარი თქვას ნებისმიერი პროექტის განხორციელებაზე, რომელმაც, შესაძლებელია, საფრთხის წინაშე დააყენოს სოფლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

ასევე, საჭიროა მოიწვიონ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც შეისწავლიან, რამდენად მიზანშეწონილია, აშენდეს მოცემულ ადგილზე ჰესი და დადებენ კომპენტენტურ დასკვნას, რადგანაც უარყოფითი შედეგების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ როგორც ექსპერტებს, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებს. უარყოფითი შედეგების დადგომის შემთხვევაში ვერავითარი კომპენსაცია ვერ უშველის ვერც  მოსახლეობას და ვერც სახელმწიფოს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close