საზოგადოება

,,ოცდახუთი წლის შემდეგ ყველა პარტია კვლავ ვიბრძვით, რათა ქვეყანა იმართებოდეს კონსტიტუციური პრინციპებით”

გილოცავთ კონსტიტუციის დღეს. ასი წლის წინანდელი კონსტიტუციური გზის დაგვირგვინება იყო 1995 წლის აგვისტო, როდესაც პარლამენტში წარმოდგენილმა თითქმის ოცდაათმა პარტიამ გვერდზე გადადო უთანხმოებები და მიიღო ქვეყნის ძირითადი კანონი. მე პატივი მქონდა ვყოფილიყავი პარლამენტის იურიდიული კომიტეტისა და კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის ხელმძღვანელი. ახლაც, ოცდახუთი წლის შემდეგ, ყველა პარტია კვლავ ვიბრძვით, რათა ქვეყანა იმართებოდეს კონსტიტუციური პრინციპებით და არა პიროვნულ–ჯიბისტური მეთოდებით. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გამარჯვება ისევ ხალხს დარჩება.

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close