საინტერესო

რომელ დაავადებებს იწვევს პარფიუმერული პროდუქცია, რომელიც საქართველოში შემოდის _ სად არის ჯანდაცვის სამინისტრო?

სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება, ალერგია. ეს ის დაავადებებია, რომლებსაც საქართველოში არსებული 40 კოსმეტიკური პროდუქტი შეიცავს. სამწუხააროდ, ეს პროდუქცია  ყოველდღიურ გაყიდვაშია.

momxmarebeli.ge-ს ცნობით, სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს  რუსული და სხვა უცხოური წარმოშობის თმის საღებავები, საცხები და პარფიუმერიის საშუალებები შეიცავს.  მათ 40-მდე პროდუქცია შეაგროვეს და საკვლევი პროდუქტები შესამოწმებლად საფრანგეთში გააგზავნეს, შედეგები კი საგანგაშო აღმოჩნდა.

მთავარ არხთან საუბრისას, კვლევებისა და განვითარეის ცენტრის მომხმარებლის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კობახიძემ აღნიშნა, რომ პარფიუმერულ საშუალებებს ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ამოწმებდეს, თუმცა საქართველოში მსგავსი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს,

,, ეს ნივთიერება ფორმალ დე ჰიდი არის ზოგადად მავნე ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ის ზრდის სიმსივნის წარმოქმნის რისკებს და სხვა გართულებებსაც იწევს, პარფიუმერულ კოსმეტიკური ნაწარმი საქართველოში არ მოწმდება, შემოტანილ პროდუქციაზე სახელმწიფო კონტროლი გაუქმებულია. ჩვენ  დამოკიდებულები ვართ მეწარმეთა  კეთილ სინდისიერებაზე“- აღნიშნავს ვახტაგ კობახიძე.

ფორმალ დე ჰიდის შემცველი საშუალებების სია ვრცელია, მასში შედის;  ,,nivea” სახის საცხის საშუალებები , ,,Garnier” ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი, ,,Amalfy” თმის შამპუნი, ,, GLAIROL” თმის საღებავი და სხვა.

როგორც პარფუმერული კოსმეტიკის მწარმოებლები ამტკიცებენ, პრობლემა არა შემადგენლობაში არამედ პროდუქტთა ანოტაციაშია. სანამ მათი უვნებლობა არ დადასტურდება აღნიშნული პროდუქტები მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში არ გაიყიდება.

ელენე მეტრეველი

Related Articles

Back to top button
Close