პოლიტიკა

,,ივანიშვილის პრომოსკოვურმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ ჩაიდინა სამშობლოს ღალატი!”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ რუსეთთან მოლაპარაკებაზე დაჯდომა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი აგრესია გამოცხადდება გენოციდად. რუსეთის სახელმწიფოს დაედება საერთაშორისო სანქციები. თუ საქართველოს ტერიტორიაზე გაიხსნება ამერიკული სამხედრო ბაზა. თუ ყველა ოკუპანტი თანამდებობის პირი, მათ შორის რუსი სამხედროები დაჯდებიან ინტერპოლით ძებნაზე და თუ სოხუმი გამოცხადდება საქართველოს კონსტიტუციურ დედაქალაქად.

აი, ამის შემდეგ შეიძლება ველაპარაკოთ რუსეთს . ივანიშვილის პრომოსკოვურმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ ჩაიდინა სამშობლოს ღალატი! გუშინ, ლავროვთან პროპუტინისტურმა რეჟიმმა საქართველოსი მოლაპარაკება გამართა იმის თაობაზე, რომ კავკასიაში ახალი რეალობაა, რომ საქართველოს მაგივრად სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომ უნდა დაიდოს ხელშეკრულება ძალის გამოუყენებლობაზე მათთან, რაც მათი აღიარების ტოლფასია და რომ უნდა გაიხსნას რკინიგზა, სახმელეთო, საჰაერო გზები, ყველა კომუნიკაცია აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით სომხეთის, ირანის და არაბული სამყაროს მიმართულებით.

Related Articles

Back to top button
Close