საზოგადოება

რა სჭირდება საქართველოს და არ აქვს? – ეს ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს

   უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საკუთარ  ფეისბუქგვერდზე  წერს:

,,თუ ასე გაგრძელდა  და არ გამოვფხიზლდით, არ დავიცავით ჩვენი ეროვნული ღირებულებები, იდენტობა, მამული, ენა, სარწმუნოება, კულტურული მემკვიდრეობა, არ გაუფრთხილდით ერთმანეთს და არ ვიზრუნეთ ეთნიკურ ქართველებზე, ვინც ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ; თუ პრიორიტეტად არ ვაქციეთ ქვეყანაში  ადვოკატის, როგორც საპროცესო მხარის როლის გაძლიერება და  სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება, ამასთანავე, საქართველოს ინტერესებზე გათვალისწინებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარება, შეიძლება, მომავალში  უფრო მძიმე მდგომარეობაში ავღმოჩდეთ. უდავოა, რომ ჯერ ჩვენშივე უნდა გავაცნობიეროთ  პატრიოტული გრძნონები- ქვეყნის სიყვარული და მომავალზე ზრუნვის სურვილი, გვინდა თუ არა მომავალი თაობების სწორი, პატრიოტული აღზრდა და მომავალი თაობებისთვის სწორი განათლების  მიცემა, ოჯახის სიწმინდის დაცვა  და სამშობლოსადმი  თავდადება. ამის შესანიშნავი მაგალითია საქართველოს ისტორია… შეგვიძლია გავიხსენოთ  უახლესი  ისტორიული ფაქტი –  შინდისის გმირების თავდადება  2008 წლის აგვისტოს რუსეთ – საქართველოს ომის დროს, როცა რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და განახორციელა სამხედრო ინტერვენცია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია  ჩვენი ეროვნული ღირებულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის  დაცვა და გაფრთხილება, რომელიც  მომავალი თაობებისათვის ღირებულს წარმოადგენს. არადა, ეს ყველაფერი მხოლოდ  ჩვენს აზროვნებაზე, თვითშეგნებასა და გულზე გადის…

როდესაც ჩვენი ეროვნული ღირებულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის  დაცვაზე მსჯელობთ, უნდა აღვნიშანოთ, რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ საგანგაშო  მდგომარეობა  გვაქვს.  როგორც წინა ხელისუფლებამ, ასევე ახალმა ხელისუფლებამ (2012 წლის შემდეგ) ამ კუთხით,  შეიძლება ითქვას, არასახასრბიელო პოზიცია და ხედვა გამოავლინა. მაგალითად,  წინა ხელისუფლებამ  (მიშა სააკაშვილის მართველობის პირობებში) ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა სპეციალისტების პოზიცია და ბაგრატის ტაძარი თავისი  „არქიტექტორული ხედვით და პროექტით „ გადააკეთა“, რამაც საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა – ბაგრატის ტაძარი იუნესკოს ნუსხიდან  ამოიღეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ  2012 წლის მერე,  ახალი ხელისუფლების პირობებში,  კულტურული მემკვიდრეობის  საგანძური – საყდრისი ხელისუფლების მიერ ლოილური დამოკიდებულებით და მხარდაჭერით იქ მომუშავე კერძო კომპანიამ ააფეთქა. განადგურდა ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც. ასეთი ქმედებებით, ხელისუფლებები ქართველ ხალხს, მომავალ თაობებს უკარგავენ ეროვნულ სიმდიდრეს, მნიშვნელოვან საგანძურს, იქ არსებულ ოქროს და ა.შ. სხვა ძვირადღირებულ მადნეულის საბადოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელზეც უცხოელი მეცნიერები მიუთითებდნენ თავის კვლევებში.

ასევე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ხელისუფლების წარმომადგენელთა  „ღვაწლი „საყდრისთან” მიმართებაში. კერძოდ,  2013 წლის 5 ივლისს  საქართველოსკულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, №3/108 ობიექტს გაუუქმდა ძეგლის სტატუსი. ამასთანავე, 2013 წლის 10 ივლისსსაქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, №563 ობიექტს გაუუქმდა ეროვნული კატეგორია. 2013 წლის 7 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის განკარგულებით №1436 ობიექტს გაუუქმდა არქეოლოგიური ზონა. დღეს კი, კერძო კომპანიის ხელშია…  ალბათ მომავალი თაობის  თვალის ასახვევად, საყდრისის სურათების მუზეუმის აშენებას სთავაზობენ საზოგადოებას და არის აქ ლოგიკა? ასეთი მიდგომა სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს…

სამწუხაროდ, ადვილი შესაძლებელია და  არ არის გამორიცხული, საყდრისის ბედი გაიზიაროს სხვა ისტორიულმა ძეგლმაც, თუ ხელისუფლება ასევე არაადექვატურად და ზერელე დამოკიდებულებას გამოიჩენს ამ ძეგლების მიმართაც. მსგავსი რამ ოთხმოციან წლეებში რომ მომხდარიყო, ქართველი სტუდენტი-ახალგაზრდობის მხრიდან მრავალათასიან საპროტესტო ტალღას იხილავდა ხელისუფლება. ისევე, როგორც ეს მოხდა დავით გარეჯის გადასარჩენად. ამ აქციის  ერთ-ერთი მონაწილეც მე ვიყავი.  როგორც ჩანს,  ათეულობით განვლილ  წლეებთან ერთად იცვლება ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილის განწყობილება და პრიორიტეტები,  რადგანაც საყდრისის დასაცავად მხოლოდ ათეულმა ახალგაზრდამ დააფიქსირა თავისი პროტესტი დარგის სპეციალისტებთან და საზოგადოების ნაწილთან  ერთად. ამ დროს, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის ასობით ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში…

ეს საკითხები მოსახლეობისა და ხელისუფლების მხრიდან სათუთ დამოკიდებულებას მოითხოვს. ქართველ ერს გაგვაჩნია ქართული მიწა. თითეული ჩვენთაგანის  ვალდებულებაა ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე, გაუფრთხილდეთ ქართული მიწის თითოეულ მტკაველს და ვიზრუნოთ მისი დაცვისათვის. ასევე, გასათვალისწინებელია და მნიშვნელოვანია   ქვეყანაში აგრალური სექტორის განვითარება და ამ მიმართულებით  სახელმწიფო პროექტების განხორციელება,  რაც მიზნად უნდა ისახავდეს თითეული სოფლის აღორძინებას, რომელიც  ქვეყნის განვითარებისა და  სიძლიერის წინაპირობას წარმოადგენს.

დღეს საქართველო მსჯელობს ახალ კონსტიტუციაზე. უკვე აღარავის უკვირს ის, რომ რამდენი პოლიტიკური გუნდიც მოვიდა ხელისუფლებაში, იმდენჯერ ქვეყანის საკანონმდებლო ორგანომ  ახალი კონსტიტუციის პროექტი მივიღო. აბა, ამაში კი არ მივბაძავთ ამერიკელებს, რომლებსაც ორასი წლის წინ მიღებულ კონსტიტუციაში მხოლოდ რამდენიმე შესწორება შეიტანეს… თუმცა, ისიც უნდა ითქვას,  რომ ამერიკაში თავის დროზე მომავალზე გათვლილი და გააზრებული კონსტიტუცია შეიმუშავეს, ჩვენთან კი ყველა ხელისუფლება საკუთარ თავზე ცდილობს მოირგოს  კონსტიტუცია. დღეს ასევე მიმდინარეობს  მსჯელობა  პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. ქვეყნის პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს არა პარლამენტი, არამედ მოსახლება და მას შესაბამისი, ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტებიც უნდა გააჩნდეს. მათ შორის, უნდა იყოს შექმნილი უშიშროების საბჭო და პრეზიდენტი მარტო ხელის მოწერის უფლებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.  ასევე მიმდინარეობს მსჯელობა, უნდა ჩაიწეროს თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული  მიწის გასხვისების აკრძალვა. ეს თემა მსჯელობის საგანი არ უნდა იყოს, თუ გვინდა, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობდეს არა მარტო სახელწოდებით, არამედ მას ჰქონდეს ტერიტორიებიც. საქართველოს მოქალაქე  საკუთარ სამშობლოში არ უნდა გადაიქცეს მოსამსახურე ერად.

რაც შეეხება ქართული მიწის გასხვისება უცხოელებზე. ასეთი რამ  უნდა აიკრძალოს, რადგანაც გასათვალისწინებელია ჩვენი მცირე მიწიანობის საკითხი და  მოსახლეობის  ეკონომიური სიდუხჭირე, რაც დღეს ქვეყანაში სუფევს. ამასთანავე, უნდა გამკაცრდეს უცხო პირებზე მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა. მითუმეტეს, თუ უცხოელი მოქალაქე ქორწინებაში შევა საქართველოს მოქალაქესთან, მასაც უნდა ქონდეს მიწით სარგებლობის უფლება და არა საკუთრების უფლება, ქორწინებიდან  მინიმუმ 10 წელი მაინც.

რა თქმა უნდა, არ ვეწინააღმდეგებით უცხოეთიდან  სოლიდურ ინვენსტიციების  შემოსვლას ქვეყანაში, რაც დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ  და ბიზნესგარემოს განვითარებაზე,  თუმცა გვეგონა, რომ ინვესტიციების ჩადება, საწარმოების შექმნა ხელს შეუწყობდა  ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის სამუშაო ადგილების შექმნას, რაც უმეტეს შემთხვევაში ასე არ მოხდა…  (მხედველობაში მაქვს ადგილზე საწარმოების შექმნა,  და არა ღამის კლუბ-ბარები და რესტორნები, რაც თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზეა დაფუძნებული უცხოელი მოქალაქეების მიერ და საკმაოდ  მომრავლდა თბილისში თუ სხვა ქალაქებში. კონტროლი ღამის საათებში საერთოდ არ მიმდინარეობს შესაბამისი სახელისუფლო სტრუქტურების მხრიდან ).   უდავოა, რომ პირველ ყოვლისა ქვეყნის ეკონონომიკური და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე რეალურად უნდა ფიქრობდეს ხელისუფლება და ზრუნავდეს.  სწორედაც ამ მიმართულებით უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები არა მოსახლეობაზე ვაუჩერების დარიგებით, ან წინასარჩევნოთ გათვლილ პიარ-აქციებზე,   არამედ თითეულ რაიონში, ქალაქში, საწარმოების შექმნითა და ამუშავებით, რაც გააჩენს  სამუშაო ადგილებს და  ხელს შეუწყობს თითეული ოჯახის სოციალური პირობების გაუმჯობესებას.  აღარავინ იფიქრებს საქართველოს ფარგლებს გარეთ სამუშაო ადგილების მოძებნაზე, სადაც მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეა წასული და იქიდან ინახავენ ოჯახებს. საქართველოში ხელისუფლების მხრიდან საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას  მარტო სურვილი კი არა, პოლიტიკური ელიტის გამოკვეთილი  ნებაც სჭირდება, რომელსაც ვერ ვხედავთ….

სამწუხაროდ, მოსახლეობა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო დამოკიდებული გახდა  ბანკებზე, საიდანაც აღებული აქვთ სხვადასხვა დანიშნულების  სესხები. ბანკებს კი  წლიური სასეხო პროცენტი  საკმაოდ მაღალი აქვთ. ამაზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსოფლიოში საქართველო ბანკები გამოირჩევა როგორ საკმაოდ მაღალპროცენტიანი სესხებით, რასაც ხელისუფლება ჩვეული სიდინჯით უყურებს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ  ზოგჯერ თოთქოს ცდილობს  გადადგას   გარკვეულ ნაბიჯები ამ კუთხით, რაც ითვალისწინებს  მოსახლეობის ინტერესებს,  მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ საერთო ჯამში  რეალურ  შედეგს ნაკლებად იძლევა. მოსახლეობის უმეტესობა, რომელსაც  ბანკების თუ მიკროსაფინანსოებიდან სასესხო კრედიტები აქვს აღებული, საბოლოო ჯამში,  მძიმე მდგომარეობაში,ზოგჯერ  ღია ცის ქვეშ რჩება…. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მძიმე ეკონომიურ-სიდუხჭირეს განიცდის, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით,  მათ შორის ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით. საქართველოს საგარეო ვალები კი ყოველ წელს კოლოსალურად იზრდება. ეს  მომავალში მძიმე კაბალურ პირობებში ჩააყენებს საქართველოს, უფრო სწორად  ჩვენს მომავალ თაობას. ამოტომაც აღნიშნავს ხალხი  პირად საუბრებში,  რომ როცა ქვეყანას  ბანკირები და მილიონერები მართავენ და საქართველოს პარლამენტში მილიონერები იღებენ კანონებს, როცა სახელმწიფო ადმინისტრაციულ სტრუქტურებში ადგილი აქვს საკადრო პოლიტიკის გატარებისას  ნეპოტიზმს და ზოგიერთ შემთხვევაში სახეზეა არაპროფესიონალური დამოკიდებულება მოქალაქის   პრობლემისადმი, ეს უკვე საზოგადოებაში სამართლიან გულისწყრომას და იმედგაცრუებას იწვევს. რომელ ჯგუფსაც არ უნდა წარმოადგენდე, მხოლოდ წინასაარჩევნო  დაპირებებით და კეთილი  სურვილებით ძნელია, რაიმე შედეგი დადგეს…

ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისათვის  სამოქალაქო უფლებების დაცვის და მათ შორის ყველა სოციალური ჯგუფის სოციალური უფლებების  უზრუნველყოფისათვის,  ამასთანავე დემოკრატიული ღირებულებების დამკვირებისათვის  ხელისუფლებამ ყველაფერი  უნდა გააკეთოს  და იზრუნოს ქვეყანაში  ადვოკატის, როგორც საპროცესო მხარის როლის გაძლიერებისათვის საკანონმდებლო დონეზე  და  დამოუკიდებელი სასამართლოსა  და სამართლიანი მართლსაჯულების განვითარებისათვის. მოსამართლე უნდა წარმოადგენდეს მიუკერძოებელ არბიტრს, რომლისთვისაც  ამოსავალი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ კანონი  და ობიექტურობა. ამასთანავე,  ქვეყანაში როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაგან მაღალ შეფასებას  არ იმსახურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული მუშაობა, რაც  ასევე ზოგიერთი მოსამართლეების მიერ მიღებული  გადაწყვეტილებების ხარვეზიანობაზეც მიუთითებს. მხედველობაში მაქვს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეები, ხოლო სისხლის სამართლის მართლსაჯულების მიმართულებით  საკმაოდ გაუმჯობესდა  სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც დადებით შეფასებას იმსახურებს. ქვეყანაში სამართლინი მართლსაჯულების მიმართულებით კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და  შესაბამისი რეფორმებია გასატარებელი.  ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ომის ვეტერანებზე სათანადო დახმარება. ეს პირველ რიგში ვეტერანთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაში უნდა გამოიხატებოდეს. როგორც ხელისუფლებების მიდგომები და განვლილი პრაქტიკა გვიჩვენებს, ნებისმიერ ხელისუფლებას ვეტერანები ძირითადად წელიწადში ერთხელ ახსენდებათ, ისიც 9 მაისს, თავის საპიაროდ.  როდესაც სახელმწიფოს შესაბამისი დახმარებებისა და ყურადღების გარეშე ჰყავს დატოვებული ქვეყნის წინაშე ღვაწლმოსილი ვეტერანები,  საინტერესოა, რითი უნდა აიხსნას  ასეთი დამოკიდებულება? ხელისუფლება რა მაგალითს აძლევს  ჩვენს მომავალ თაობებს ასეთი დამოკიდებულებით იმ პირობებში, როცა ქვეყნის 20%-ზე  მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ხელისუფლებამ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად უფრო უნდა გააქტიუროს  თავის ძალისხმევა  დეოკუპაციის  პროცესის  მიმართულებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მიმართებაში. დღესდღეობით  მიმდინარეობს ოკუპანტი რუსეთის მხრიდან  სისტემატურად საქართველოს მიმართ  აგრესია, ცრუ ბრალდებები და მცოცავი  ანექსია და ოკუპაცია. ეს იმ დროს, როცა მეოცე საუკუნის დასასრულს,  ცივილიზირებულმა მსოფლიომ დაითანხმა რუსეთი, უარი ეთქვა გერმანიის გამყოფ კედელზე და გააერთიანა გერმანია. ოკუპანტმა  რუსეთმა ეს ნაცადი ხერხი უკვე ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში  საქართველოში გადმოიტანა და მავთულხლართები გააბა. თანდათანანობით აფართოებს საოკუპაციო ზოლს. ამის შემდეგ, სახელმწიფო, რომელსაც რუსეთი ჰქვია, უდიდესი პრეტენზია გააჩნია მსოფლიოში როგორც დიდ და ძლიერი სახელმწიფოს და ფუნდამენტალურ უფლებებზე კი საუბრობს საერთაშორისო ტრიბუნიდან…  პარალელურად კი,   პატარა, თავისუფალ საქართველოს ებრძვის. თუმცა იმიტომ არის ის ოკუპანტი, რომ   პასუხისმგებლობა თავისუფალი სამყაროსა და მეზობლების მიმართ არ გააჩნია…

გარკვეულ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ საქართველო, კარგი იქნება თუ დაიწყებს  დიალოგს  რუსეთან. აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება  საზოგადოების მაწილი, თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან  გამომდინარე უნდა ესაუბრო ყველას, ეშმაკსაც კი. თუ ქვეყნის ინტერესები მოითხოვს ამას, მაგრამ რუსეთთან დაილოგი უნდა გაიმართოს, როდესაც დაიწყება რეალურად ორ ქვეყანას შორის ურთიერ ნორმალიზაცია და საოკუპაციო ხაზთან ბორდელიზაცია, ამის შემდეგ იქნება გასაგები თუნდაც დიალოგის რეჟიმში გადასვლა.  ჩვენს გვაქვს არაერთი მწარე გამოცდილება რუსეთან ურთიერთობის და დიალოგის შემდეგ „შეთანხმების  შესრულების“ ნაწილში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთთან ხელშეკრულება ღირს იმდენი, რამდენიც ის ფარატინა ფურცელია, რომელზეც დაიწერება  „ ხელშეკრულების თუ შეთანხმების“ ტექსტი…

ოკუპანტი რუსეთი მსოფლიო რუკაზე ტერიტორიული მოცულობით კი დიდია,, მაგრამ საქართველო მორალურად მასზე ასჯერ უფრო მაღლა დგას….  თავისუფალი სამყაროს ვალია, დაიცვას საქართველო ოკუპანტისაგან  არამარტო განცხადებებით,  რეზოლოციებით და ღრმა შეშფოთების გამოხატვით, არამედ რეალურადაც.  ამიტომ, საქართველოს თავადვე უნდა გააჩნდეს და გაატაროს ქართული სახელმწიფოს ინტერესებიიდან გამომდინარე  გაწონასწორებული, საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მორგებული საგარეო  პოლიტიკური კურსი გარე ფაქტორების გათვალისწინებით.  საქართველომ თავად უნდა ისწრაფოდეს, რომ  შექმნას  ქვეყნის  თავდაცვის უნარიანი სისტემები და  ჰყავდეს პროფესიონალი ჯარი და  ალბათ ამაში მაინც ამოუდგება  მხარში ვისაც რეალურად საქართველოს მეგობარ და  პარტნიორ სახელმწიფოებად მიაჩნიათ თავი.  თუმცა,  როგორც ვხედავთ, როგორც  ამერიკას, ასევე რუსეთს აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები კავკასიაში, ამიტომაც, ამ ორი ბუმბერაზი სახელმწიფოს ინტერესებს არ უნდა შეეწიროს თავისუფლების მოყვარე ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა-  საქართველო, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და  თუ ჩვენ ილიას, ექვთიმეს, მერაბის, ზვიადის, და უფლის გზით ვივლით, ფესვებმგადგმდგარ მუხას – საქართველოს მუმლი ვერაფერს დააკლებს… ის კვლავ გაშლის თავის ძლიერი ტოტებს და ჩვენივე თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს. უნდა წარმოვადგენდეთ დემოკრატიული ქვეყნების სრულფასოვან წევრს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელ სახელმწიფო”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close