საზოგადოება

ირმა ინაშვილი ბურჯანაძეს: ტყუილის ტირაჟირება ნორმალურ საქციელად არ მიმაჩნია…

,,არავითარი შეთანხმება ქალბატონ ბურჯანაძესთან (არც სხვა პარტიებთან) არ გვქონია ოპოზიციის საერთო კანდიდატთან დაკავშირებით. მას ამ თემაზე არც ჩემთან ჰქონია შეხვედრა და საუბარი და მითუმეტეს, არც დავით თარხან- მოურავთან. პარტიები ამ ინიციატივას განიხილავდნენ ერთ-ერთ შეხვედრაზე და მორჩა. სხვა გაგრძელება ამ დისკუსიას არ მოჰყოლია, ამიტომ სრულიად გაუგებარია ჩემთვის ბურჯანაძის განცხადებები რაღაცა N- შეთანხმებასთან დაკავშირებით და ჩვენი დადანაშაულება ,,ოპოზიციური ერთობის” დარღვევაში. არავის არაფერს არ ვურღვევთ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან… ან, უბრალოდ, ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას. თუ ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგნი არ იყვნენ ბურჯანაძე, კუკავა და ლორქიფანიძე, არც ახლაა გვიან. იმოქმედონ სახელმწიფოებრივად და მხარი დაუჭირონ ჩემს კანდიდატურას. ტყუილის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მე ნორმალურ საქციელად არ მიმაჩნია” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე დღის წინ, ნინო ბურჯანაძემ პატრიოტთა ალიანსი ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედების გამო გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებში მათ კანდიდატს ის და მისი პარტია მხარს არ დაუჭერს.

“ირმა ინაშვილის კანდიდანტურას ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. ის არ მოიქცა ლამაზად. სამწუხაროა, რომ “პატრიოტთა ალიანსმა ” არაფერი გააკეთა ოპოზიციური ერთობისთვის. მათ თავიანთ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ვერ გადააბიჯეს”, – განმარტავს ბურჯანაძე.

ბურჯანაძის პრეტენზიებს პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატი, ირმა ინაშვილი მაშინაც გამოეხმაურა:

“იყო უბრალოდ შეთავაზება, რომ ოპოზიციას დაესახელებინა საერთო კანდიდატი, მაგრამ ამ ინიციატივიდან არ გამოდნა რაიმე საინტერესო. ყველა პარტიას აქვს მისი გეზი, მისი სტრატეგია,მისი ამოცანები. მე არავის ვასწავლი ჭკუას, როგორ იმოქმედონ და მეც ნურავინ მასწავლის ჭკუას როგორ ვიმოქმედო“, – აცხადებს ინაშვილი, ახლა კი ის ვრცელ კომენტარს აკეთებს.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close