საზოგადოება

,,პატარა თენგოს ცერებრალური დამბლა და სიმპტომური ეპილეფისია აქვს, მის ოჯახს კი, საჭმლის ფულიც არ აქვს”

,,საერთოდ არაფერი აბადიათ, ზოგჯერ საჭმელიც ძალიან უჭირთ... სოციალური დახმარება და თენგოს პენსია მთლიანად წამლებში ეხარჯებათ"

წაიკითხეთ და მომეხმარეთ რა. თენგოს ორი უმძიმესი დიაგნოზი აქვს – ცერებრალური დამბლა და სიმპტომური ეპილეფისია. მთელ დღეს ამ გარემოში ატარებს და დედის გარეშეც ვერ რჩება სახლში. მაღაზიაშიც კი ზოგჯერ ხელში აყვანილი დაჰყავს თან დედას.
საერთოდ არაფერი არ აბადიათ, ზოგჯერ საჭმელიც კი ძალიან ჭირს, იმიტომ, რომ სოციალური დახმარება და თენგოს პენსია მთლიანად წამლებში იხარჯება.
იცით რა მაგარი ბავშვია? როგორ კაცურად უმკლავდება ტკივილს და ავადმყოფობას?
როგორი გულიანი და კეთილია.
თენგოს სჭირდება საერთოდ ყველაფერი, რომ უკეთესად იგრძნოს თავი.
საჭმელი, ცოტა კომფორტული ავეჯი, ტანსაცმელი, კომპიუტერი, წიგნები, სათამაშოები, ტელევიზორი და რაც მთავარია წამლები, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს.
სიცილს და ბედნიერებას ხო ყველა ბავშვი იმსახურებს არა?
რა თქმა უნდა, ასეთ ამბავს ასე არ დავტოვებთ და მომეხმარეთ ვისაც შეგიძლიათ. შეგვიძლია ორ დღეში უბედნიერესად ვაქციოთ ბავშვი.
გუშინ დავპირდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და იმხელა იმედი გამომყვა თან, წუხელ ვერც დავიძინე.
გამივრცელეთ როგორც შეძლებთ რა, ეხლაც აუცილებლად გამოგვივა ყველაფერი.
აბა, ჩვენ ვიცით.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
PayPal – Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close