საზოგადოება

აქცევს თუ არა გარანტირებული ფული და აბსოლუტური ხელშეუხებლობა საზმაუ-ს ქართულ CNN-ად?

ნინო კომახიძე:

_ იცით თუ არა, რომ:

1. ბრიტანული BBC საზოგადოებრივი მაუწყებელია.

2. ამერიკული CNN არის საზ.მაუ.

3. კანადური CBC არის საზ. მაუ. და იშვიათი გამონაკლისია, სადაც შესაძლებელია კომერციული რეკლამის განთავსება, რადგან დამატებითი დაფინანსებაა საჭირო, ორენოვანი მაუწყებლობისთვის.     ჰოდა, თუ ჩვენი Georgian Broadcasting Corporation ანუ, საქ. საზ. მაუ. საჭიროებს კომერციულ რეკლამას და ჩემთვის აუხსნელი სეგმენტების დამატებას, როგორიცაა სტარტაპების დაფინანსება, იმისთვის, რომ BBC-ს, CNN-ს და CBC-ს გაუტოლდეს (გაუტოლდეს რა, მიემგვანოს), მაშინ მზად ვარ, არამხოლოდ გარანტირებული 52 მილიონიდან ჩემი წილი გავიღო უხმოდ, არამედ დამატებით, მეცხოველეობის ფერმაც დავუფინანსო და მათი ძროხებისთვის ფორტეპიანოზეც დავუკრა.

 მაგრამ:1. სად არის გარანტიები. 2. სად არის მენეჯმენტისგან შემოთავაზებული გეგმა-მინიმუმი და მაქსიმუმი. 3. სად არის გონივრული ვადები, რამდენ ხანში რა ტიპის შედეგს უნდა ველოდოთ და ა.შ. 4. როდის, რა ეტაპზე მკითხა მე, დამფინანსებელს GPB-მ, ტაბლიაშვილს გადაცემა დავუხურო თუ არაო, ქარდავას ევროპული ბიურო დავუხურო თუ არა, ან რა ტიპის გადაცემების ხილვა გინდა შენ ჩემს ეთერშიო? ჰოდა, რატომ უნდა მჯეროდეს, რომ განუსაზღვრელი დრო, გარანტირებული ფული და აბსოლუტური ხელშეუხებლობა აქცევს ამ არხს ქართულ CNN-ად? კაი, მჯერა .. და ველოდები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close