საზოგადოება

ადვოკატურისთვის დავით ასათიანის მიერ გაწეული შრომის შედეგები პროფესიული ხელშეუხებლობის გარანტია

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დავით ასათიანი, 4 ნოემბერს ადვოკატებს შეხვდა, სადაც მათ გააცნო თავისი ხელმძღვანელობით განხორციელებული თუ მიმდინარე ათეულობით პროექტი და საკუთარი სამომავლო ხედვები.

ადვოკატების დიდი დაინტერესება გამოიწვია და მოწონება დაიმსახურა დავით ასათიანის მიერ ინიცირებულმა და დაგეგმილმა არაერთმა საკითხმა. მათ შორისაა, ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურა და მისი კომიტეტების მუშაობა, ადვოკატების გამჭვირვალე ჩართულობა ასოციაციის მუშაობასა და დაგეგმილ ღონისძიებებში, ასოციაციასთან კომუნიკაცია თანამედროვე და აბსოლუტურად ნოვატორული პორტალისა და აპლიკაციის მეშვეობით, ტრენინგ სისტემის მოდერნიზება და უფრო მეტი მოდულის შეთავაზება ელექტრონული ჩართულობის ფორმით და რაც ყველაზე მთავარია, საკითხი ადვოკატის ჰონორარისა და ე.წ. „ექსკლუზიური წარმომადგენლობის“ დამკვიდრების თაობაზე.

სასიხარულო და საამაყოა, რომ ადვოკატები ერთხმად აღიარებენ ადვოკატის უფლებების ქვეყნის უზენაეს კანონსა და საკანონმდებლო აქტებში განმტკიცების განუსაზღვრელ მნიშვნელობას და ადასტურებენ, რომ დავით ასათიანის მიერ საკანონმდებლო მიმართულებით გაწეული შრომის მიღწეული შედეგები მათთვის პროფესიული დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გარანტია.

მსგავსი შეხვედრები ადვოკატებთან გრძელდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close