საზოგადოება

რას სთავაზობს ,,არქი”, მოთხოვნად კურორტ ბაკურიანში, აპარტამენტის შეძენის მსურველებს

ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ოთხივე სეზონზე მოთხოვნადი კურორტია. ტურისტებში ბაკურიანი ყოველთვის იზიდავდა ზამთრის სპორტის მოყვარულებს, რადგან აქ ბევრი სათხილამურო ტრასა და ფანტასტიკური ბუნებაა. თუმცა მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა კურორტზე 2023 წელს თხილამურებით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვამ. კურორტი 2025 წელს კიდევ ერთ ჩემპიონატს, კერძოდ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალს უმასპინძლებს. მსოფლიო დაინტერესდა ჩემპიონატების ბაკურიანში გამართვით, რამაც ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება გამოიწვია. ბაკურიანი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად იქცა, როგორც დასასვენებლად, ისე ინვესტიციის გასაკეთებლად. რადგან კურორტს არასდროს აკლია დამსვენებლები, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვისაც ბაკურიანში აპარტამენტის შეძენა სურთ. ჩვენ მოგიყვებით, რას გთავაზობთ ლიდერი სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში.

დასრულებული აპარტოტელი არქი დიალოგი კოხტა 

როგორც აღვნიშნეთ, ბინის შეძენა ბაკურიანში ძალიან მოთხოვნადი გახდა. ბაკურიანში აპარტამენტის შეძენის მსურველებს ,,არქი” მულტიფუნქციურ აპარტოტელს არქი დიალოგი კოხტას სთავაზობს. აპარტოტელი ბაკურიანის ყველაზე მოთხოვნად ტრასა „კოხტადან“ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს და შთამბეჭდავი ბუნებითაა გარშემორტყმული. აპარტოტელში კომფორტული დასვენებისთვის ყველაფერია: სასტუმროს მრავალფეროვანი სერვისები, რესტორანი უგემრიელესი კერძებით, ბარი და მყუდრო ტერასა დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. არქი დიალოგი კოხტა უზრუნველყოფილია ავტოსადგომით, რაც ავტომობილიან სტუმრებს კომფორტს უქმნის.

აპარტოტელში აპარტამენტები სრული რემონტით, ავეჯით, ტექნიკითა და ყოველდღიურობისთვის საჭირო ნივთებით ბარდება. არქი დიალოგი კოხტა გამოირჩევა ლამაზი ექსტერიერით, რომელიც იდეალურად ერწყმის ადგოლობრივ ურბანულ განვითარებას. მისი მშენებლობისას კი უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტების, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებია გამოყენებული.

ინვესტირება არქის აპარტოტელში და აპარტამენტის შეძენის პირობები

არქი დიალოგი კოხტა საუკეთესო საშუალებაა ინვესტიციის გასაკეთებლად, რადგან არქი დამქირავებლის მოზიდვას თავად უზრუნველყოფს, გაქირავებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს აგვარებს და აპარტამენტის იდეალურ მდგომარეობაში ყოფნაზეც ზრუნავს. არქი დიალოგი კოხტაში ბინის მფლობელს დროის დაკარგვის გარეშე, კომფორტულად და მშვიდად შეუძლია ოთხივე სეზონზე მიიღოს დამატებითი შემოსავალი.

არქის აპარტოტელში ბინის შეძენა 12 წლამდე განვადებით, მომხმარებელზე მორგებული გადახდის გრაფიკით, თანხის წინასწარი შეტანის გარეშეა შესაძლებელი. კომპანია ყველა მომხმარებელს მაღალი ხარისხის და სწრაფ მომსახურებას სთავაზობს. პერსონალური ასისტენტები ბინის შეძენის მსურველებს დაეხმარებიან სასურველი აპარტამენტის შერჩევაში, გაარკვევენ გადახდის პირობებში და საჭიროების შემთხვევაში მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს შეუდგენენ.

აპარტამენტის შესაძენად და დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:       2 602 602 ან *6262,

ვაიბერით/ვოთსაფით

    +995 577 69 92 22

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close