საზოგადოება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლუკა ხატიაშვილის მეორე რომანის პრეზენტაცია გაიმართება

2 ივლისს, საღამოს, შვიდის ნახევარზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიწვევთ ლუკა ხატიაშვილის მეორე რომანის, “შერწმის” პრეზენტაციაზე.
ავტორი, ამჟამად ჟანრულ ლიტერატურაში გვევლინება და ქმნის დისტოპიას ქალაქის სახით, სადაც რეალობა დამსხვრეულია და ყოველი პერსონაჟი წილხვედრია ნამსხვრევისა, რომელიც, ერთდროულად, აშორებს და აახლოვებს მათ.

სიუჟეტის განვითარებას საოცრად ერწყმის პრსონაჟების ინდივიდუალური ისტორიები, მათი ცხოვრება და კითხვა, რომელსაც ყველა თავის თავს უსვამს: რა არის ეს ქალაქი? სწორედ ამ დაუნდობელ გარემოში იბადება ელიოზი, რომელიც არის შერწყმა ორი სხეულისა, თუმცა ელიოზს რთულად ეწოდება პროტაგონისტი, რადგან სასტიკი რეალობისა და გაბოროტებული საზოგადოების პირისპირ, ის კვლავ დაშლის პირას მიდის და რჩება მხოლოდ ერთადერთი გზა გადასარჩენად – გაქცევა.
პრეზენტაციაზე შეძლებთ შეიძინოთ წიგნი ფიქსირებულ ფასად-10 ლარად.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close