საზოგადოება

თუ წააწყდით მიუსაფარ ადამიანს, რომელიც ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს, ნუ დაიზარებთ…

თუ ვინმეს გაგაჩნიათ ინფორმაცია, ან შემთხვევით წააწყდით მიუსაფარ ადამიანს, რომელიც ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს, ნუ დაიზარებთ, გადაარჩინეთ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე, დაუკავშირდით საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიან ცენტრ 112-ს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 251 07 74, შეატყობინეთ მიუსაფარი ადამიანის ზუსტი ადგილსამყოფელი. თქვენი ზარის შედეგად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდება ადგილზე და უზრუნველყოფს ამ ადამიანის თავშესაფარში გადაყვანას, სადაც მას გაუმასპინძლდებიან ცხელი საკვებით, გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას და ღამეს თბილ, ჰიგიენურ გარემოში გაათენებინებენ.

ირაკლი დევაძე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close