
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორი შვილის დედა, 26 წლის ლანა ლატარია გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
.
„ორსულად იყო, მოიწამლა და სეფსისით გარდაიცვალა… მედიკამენტის მიღების შემდეგ სეფსისი განუვითარდა… დედა გერმანიაშია, ემიგრანტია, მამა ჯერ არ ჩამოსულა ქვეყანაში,” – უყვება Palitravideo-ს წყარო.
ლანა ლატარია უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ზაალ ლატარიას ქალიშვილია.




