რას წერდა გარდაცვალებამდე ლანა ლატარია
„ორი დღე სიცხე ჰქონია, ეტყობა, მოშორდა ნაყოფი, ცუდად გამხდარა“

„ლანა მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ, ჩემი მეგობარი იყო. სავარაუდოდ მას ნაყოფი მოშორდა, საღამოს გადაიყვანეს კლინიკაში, რადგან სახლში გახდა ცუდად. ამბობენ, რომ სეფსისი განვითარდა. ალბათ დაგვიანდა და მოეწამლა ორგანიზმი, თავზარდაცემული ვარ, ძალიან განვიცდი, ჩვენი საყვარელი ლანა აღარ გვყავს. ვინც მას იცნობდა, ყველა დამეთანხმება, რომ გამორჩეული გოგო იყო. სიტყვები არ მაქვს, მიჭირს მასზე საუბარი” – ამბობს მეგობარი ამბები.ჯი-ისთან.
„სხვადასხვა ვერსია გავრცელდა გუშინ, როცა ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. მერე ასე მითხრეს, რომ ლანა ორსულად იყო, ორი დღე სიცხე ჰქონია, ეტყობა, მოშორდა ნაყოფი, ცუდად გამხდარა, რომ გადაიყვანეს კლინიკაში, ოპერაცია გაუკეთებიათ, განვითარდა სეფსისი და ამით გარდაიცვალაო, ძალიან განვიცდი ამ ამბავს. წლებია ლანას ვიცნობ, საუკეთესო ადამიანი იყო. ზუგდიდში მას უამრავი ადამიანი იცნობდა, გამორჩეული გოგონა იყო, გლოვაა მის მშობლიურ კუთხეში, სადაც გაიზარდა ლანა. ქობულეთში იყო გათხოვილი, ჰქონდა არაჩვეულებრივი ოჯახი. დედამისი სამუშაოდ საზღვარგარეთ იყო წასული და წუხელ ჩამოფრინდა. ვუსამძიმრებ მის მშობლებს, ძმას, ლევანს, მის მეუღლეს და ახლობლებს ამ დიდ ტრაგედიას“, – ყვება ახლობელი ამბები.ჯი-სთან.
„12 წელი ქართული ცეკვა ჩემი ყოველდღიურობა იყო…და დღესაც, თითოეული სიმი, გასმა და მოძრაობა პირდაპირ სულამდე აღწევს.ეს ის გრძნობაა, რომელსაც დრო ვერასოდეს მავიწყებს. და მჯერა, ჩემი გოგოებიც ერთ დღეს დიდ სცენაზე, ფილარმონიის შუქებში გააგრძელებენ დედიკოს გზას” – წერდა ცოტა ხნის წინ ლანა ლატარია სოციალურ ქსელში.



