საზოგადოება

ნათია ფანჯიკიძე: მადლობას ვუხდი ამ კაცს ყველა კოცნისთვის…

  ,,მარტოობისთვის მოვლენილნი, მარტოობისთვის მოვლენილთაგან, ვისაც არ უნდა ჩამოვეკიდოთ ჩვენი სულის სიმძიმის მსუბუქად და სიხარულით საზიდად და ვინც არ უნდა შეებას ჩვენი ლოდივით მძიმე სულის სათრევ უღელს, ეს მისი მხრიდან მხოლოდ ქველმოქმედებაა, რადგან ამქვეყნად არავინ არავის საკუთრება არაა და არავინ არავის საკუთრება არ შეიძლება იყოს. (“ადამიანი მარტო ჩნდება და მარტო კვდება” ეკლესიასტე) მეცნიერებს რომ ორგანიზმის შემადგენლობის 70-90% წყალი ჰგონიათ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს სინამდვილეში ცრემლია, კონდინციონერისგან გამოყოფილი წყალივით სულიდან ჩამოღვრილი, მატერიალიზებული სული. ხოდა, ქალებო, კაცებო, შეყვარებულებო, ვისაც ერთი დღეც კი უჩუქნია თქვენთვის, ერთი ღიმილი, ერთი კოცნა, ერთი აღტაცებული მზერა, მხოლოდ მადლიერების გრძნობა გქონდეთ მის მიმართ რაიმე სულელური საყვედურის ნაცვლად. მადლიერება ყოველი წუთის და მითუმეტეს წლის მიმართ. მადლიერება იმისთვის, რაც თქვენ გაჩუქეს და არავითარი საყვედური იმისთვის, რაც თავისთვის დაიტოვეს. მეოთხედი საუკუნის შემდეგ მადლობას ვუხდი ამ კაცს ყველა კოცნისთვის, სიყვარულისთვის, ყველა სიხარულისთვის და ტკივილისთვის, ორი საოცარი შვილისთვის, მისი საუკეთესო წლების ჩემთვის ჩუქებისთვის, სილამაზისთვის, თავგადასავლებისთვის, საინტერესო დღეებისთვის, და რაც მთავარია, იმისთვის, რომ მე მე ვარ და არა რაღაც უფორმო, მკრთალი სულიერი კონტურების მქონე ნახევარფაბრიკატი” _ ნათია ფანჯიკიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close