საზოგადოება

შალვა რამიშვილი: თათია სამხრაძე მეასეჯერ მოჰყვება, როგორ „შევავიწროვე სექსუალურად”

,,დღეს რ-2- ზე კვესიტაძის გადაცემაში თათია სამხრაძე მეასეჯერ მოჰყვება თუ როგორ „შევავიწროვე სექსუალურად“. გასაგებია, რომ რ2-ს , როგორც ფრუნზიკ მკრტიჩიანის გმირი იტყოდა, ჩემი „ლიჩნი ნიპრიაზნი აქვს“ და ამიტომ, კვესიტაძე მე არ დამიძახებს სამხარაძის ბრალდებებზე პასუხის გასაცემად! ამას არც ველოდი!

აქ სხვა რამის თქმა მინდა: მთავარი სამხილი, რომელიც სამხარაძემ სასამართლოზე წარადგინა, არის ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელიც „ამტკიცებს“ შევიწროვების ფაქტს. ეს ჩანაწერი სრულიად კანონიერად გადმომეცა მე – როგორც მოპასუხეს სამხარაძის სარჩელზე. დაბეჯითებით ვითხოვ გაასაჯაროვოს სამხარაძემ ეს ჩანაწერი! თუ მასში მართლაც ზეწოლაა, განა ეს არ იქნება ყველაზე კარგი საშუალება ჩემს წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებისა?! განა ეს არ დაეხმარება ქალ აქტივისტებს შევიწროვების აკრძალვის კანონის ლობირებაში? მაგრამ იქნებ ჩანაწერში სულ სხვა რამაა აღბეჭდილი?

მოკლედ, ის, რომ ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება არის ტყული იმითაც მტკიცდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ცოცხალი თავით არ ასაჯაროვებს ჩანაწერს. იქ მათთვის სასარგებლო რამ რომ იყოს, ხომ წამსვე დამეთანხმებოდნენ და გამოაქვეყნებდნენ ან ნებას მომცემდნენ მე გამომექვეყნებინა?

ასეთი უსაფუძვლო ბრალდებით ცდილობენ რ-2-თან ერთად ხელსაყრელი ფონის შექმნას ფემინისტები!

საქმის განხილვა უკვე მეორე წელია მიმდინარეობს სასამართლოში და ის ჩემი გამარჯვებით დასრულდება! p.s. მე ცალმხრივად ვერ გამოვაქვეყნებ!” _ წერს ტელეწამყვანი, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close