საზოგადოება

,,დიახ, ჩვენ ნაძირალა თაობებს ვზრდით, იმიტომ, რომ თავადაც ნაძირლები ვართ!”

,,კაცს რომ განსაცდელში მიატოვებ, მერე მოსალხენად დაჯდები, ან ბალიშზე თავს დადებ დასაძინებლად – ნაძირალა ხარ!
დიახ, ჩვენ ნაძირალა თაობებს ვზრდით, იმიტომ რომ თავადაც ნაძირლები ვართ!
ჩვენ ვასწავლეთ ძმათა კვლა, სისასტიკე, გულგრილობა, საკუთარი ქვეყნით ვაჭრობა და ვაქციეთ ცივ სისხლიან ინდივიდებად.
მახსოვს ბავშვობაში ჩემს ძაღლს მანქანა დაეჯახა. მომაკვდავი მივატოვე და სახლში დავბრუნდი…
მამაჩემმა მარტო რომ დამინახა მკითხა, რიჟიკა სად არისო?
მოვუყევი ასე და ასე მოხდა მეთქი…
იცით რა მითხრა? რაც შენ გააკეთე, ამას რიჟიკაც კი არ იკადრებდაო…
რიჟიკა გადარჩა, მაგრამ სანამ ცოცხალი იყო თვალს ვერ ვუსწორებდი და მეგონა, მის წინაშე ამ დანაშაულს ვერასოდეს გამოვისყიდდი.
//ნუგზარ (სულა) სულაშვილი//” _ წერს სულა სულაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

Related Articles

Back to top button
Close